/images/logo_ka.svg
ოპებლოკი ი.მ ხსნარი საინექციო 75მგ+2მგ+10მგ 3მლ ამპულა #5
ოპებლოკი ი.მ ხსნარი საინექციო 75მგ+2მგ+10მგ 3მლ ამპულა #5

ოპებლოკი ი.მ ხსნარი საინექციო 75მგ+2მგ+10მგ 3მლ ამპულა #5

ინდოეთი

ოპეს ჰელზქეა პვთ ლიმიტედ

პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
თითოეული 3 მლ შეიცავს:
ნატრიუმის დიკლოფენაკი BP 75.0 მგ,
ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი BP ექვივალენტურია ბეტამეტაზონის 2.0 მგ,
ჰიდროქსოკობალამინი USP 10.0 მგ.

ჩვენებები
- ძლიერი ანთებითი და მტკივნეული პროცესების დროს, განსაკუთრებით ნევრიტული კომპონენტით;
- სახსრის და სახსარგარე რევმატული მდგომარეობა;
- ფიბროზიტი;
- მიალგია;
- წელის ტკივილი;
- იშიასი;
- ტრავმული დაჭიმულობა.

გამოყენების მეთოდი და დოზა
დოზა დგინდება ინდივიდუალურად პაციენტის სამედიცინო კრიტერიუმებისა და კლინიკური სურათის მიხედვით. სახელმძღვანელოდ, საშუალო დოზის სახით რეკომენდებულია შემდეგი:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-დან 2-მდე ამპულა დღეში, ინტრამუსკულურად, არა უმეტეს 3 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სამედიცინო დანიშნულება.
გამოყენების მეთოდი: ინექციის ადგილზე დისკომფორტის რისკის ან ადგილობრივი გვერდითი ეფექტების ზემოქმედების შესამცირებლად, რეკომენდებულია საინექციო პრეპარატის გამოყენების წესების ფრთხილად დაცვა, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოხდეს გამოყენების ადგილის ასეპტიკა. გამოყენებისას დაიცავით ასეპტიკის წესები. შეიყვანეთ რაც შეიძლება ღრმად. შეიყვანეთ ნელა. ნაზად შეიზილეთ ადგილი სითხის განაწილების გასაადვილებლად.

უკუჩვენებები
ოპებლოკი არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პირობებში:
- ალერგიის ისტორია პროდუქტის რომელიმე კომპონენტთან დაკავშირებით;
- კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლული;
- ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობა;
- დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;
- მძიმე ჰიპერტენზიის მქონე ასთმური პაციენტები ასთმის, რინიტის ან ჭინჭრის ციების მწვავე შეტევების პრეციპიტაციის ანამნეზით აცეტილსალიცილის მჟავას ან პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მოქმედებით;
- აქტიური ტუბერკულოზი;
- სისტემური მიკოზები;
- ვირუსული დაავადებები;
- მწვავე გლომერულონეფრიტი;
- მწვავე ფსიქოზი;
- ოსტეოპოროზი;
- ღვიძლის პორფირია;
- ორსულობა;
- ლაქტაცია;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

შენახვა
შეინახეთ ბნელ ადგილას არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე. არ გაყინოთ!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ოპეს ჰელზქეა პვთ ლიმიტედ
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
დიკლოფენაკი+ბეტამეტაზონი+ჰიდროქსიკობალამინი
დოზა
75მგ+2მგ+10მგ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
3მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat