საერთაშორისო დასახელება - Menthol+Camphorae,Methylsalicylate,Capsi ჩვენება: იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. ისინი ხსნიან ტკივილს და ამცირებენ ანთებას. რადიან B გამოიყენება ზურგის ტკივილის, რევმატიული და კუნთების ტკივილის ან მყესების დაჭიმვის და სპორტული დაზიანებების დროს. რადიან B არ გამოიყენება: – თუ პაციენტი ალერგიულია იბუპროფენის ან რადიან B შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგერდიენტის მიმართ. – თუ პაციენტს აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია, მათ შორის ასთმა, ცხვირის ანთება (რინიტი) ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია) გამოწვეული ასპირინის, იბუპროფენის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით. – თუ პაციენტს აქვს თირკმლის უკმარისობა. დაუშვებელია რადიან B გამოყენება პლასტირებთან ან სხვა სახვევებთან ერთად. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები რადიან B გამოყენების დროს: დაუშვებელია რადიან B მოხვედრა გაღიზიანებულ ან დაზიანებულს კანზე, თვალზე, ცხვირზე და მგრძნობიარე ადგილზე.
სხვა პრეპარატების მიღება: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატს: – ასპირინი; – სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მსგავსი ტკივილგამაყუჩებლები); რადგან შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. დოზირება მოზრდილები, ხანდაზმულები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: – ტუბიდან უნდა გამოვიდეს 5-დან 10 სმ-მდე გელი (შეიცავს 50-100 მგ იბუპროფენს) და მსუბუქად შეიზილება დაზიანებულ ადგილას მის სრულ შეწოვამდე. პროცედურა შეიძლება განმეორდეს ყოველ 4 საათში ერთხელ საჭიროების შესაბამისად, მაგრამ არ შეიძლება 24 საათის განმავლობაში 4 დოზაზე მეტის გამოყენება. ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა. დაუშვებელია განსაზღვრული დოზის გადაჭარბება. ექიმის მითითების გარეშე დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
რადიან B დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გადაჭარბებული დოზის სიმპტომებია თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა და დაბალი არტერიული წნევა.