ტროქსიმეთაცინი /ინდოვაზინი/ გელი 30მგ+20მგ 40გრ ტუბი #1
ტროქსიმეთაცინი /ინდოვაზინი/ გელი 30მგ+20მგ 40გრ ტუბი #1

ტროქსიმეთაცინი /ინდოვაზინი/ გელი 30მგ+20მგ 40გრ ტუბი #1

ბულგარეთი

ვეტპრომი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Indometacin+Troxerutin
შემადგენლობა:
1 გ. გელი შეიცავს 30 მგ ინდომეტაცინს და 20 მგ ტროქსერუთინს.
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, მაკროგოლ 400, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ეთილის სპირიტ 96%.

ჩვენება:
ვენოზური უკმარისობი სიმპტომატური მკურნალობა:
• ვარიკოზული და ვარიკოზის წინა სინდრომი;
• ზედაპირული ტრომბოფლებიტი, ფლებიტი და ფლებიტის შემდგომი მდგომარეობა;
• ჰემოროიდული დაავადების კომპლექსური მკურნალობა;
• რბილი ქსოვილების რევმატიზმი: ტენდოვაგინიტი, ბურსიტის, ფიბროზიტი, პერიართრიტი;
• ქირურგიული ჩარევის შემდგომი შეშუპება, კონტუზია, ამოვარდნა, დაჭიმვა.

უკუჩვენება
• ჰიპერმგრძნობელობა მომქმედი ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ;
• ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (აასს).

გაფრთხილება მიღების დროს:
წაისვით მხოლოდ დაუზიანებელ კანზე. გელი არ უნდა მოხვდეს ლორწოვან გარსზე, ღია ჭრილობაში და თვალებში. თუკი მკურნალობის კურსი 10 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ჩატარებულ უნდა იქნეს ლეიკოციტარული და თრომბოციტარული ფორმულების ლაბორატორიული ანალიზი.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის.
4-5 სმ გელი უნდა შეიზილოთ თხელ ფენად დაზიანებულ ადგილას დღეში 3-4-ჯერ. დღე-ღამის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 სმ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს, 10 დღეს.

განსაკუთრებული მითითებები
არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. რეკომენდებული არ არის პრეპარატის დანიშვნა საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტოზების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტთათვის, აგრეთვე ალერგიული რინიტისა და სხვა ატოპიების დროს.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება:
არ არსებობს კლინიკური გამოცდილება პრეპარატის ფეხმძიმობასა და ძუძუთი კვებაზე გავლენის შესახებ. მისი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი პოტენციურ რისკზე მეტია. ტროქსევაზინი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

მონაცემები დამხმარე ნივთიერებების შესახებ
გელი შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს და პროპილენგლიკოლს, როგორც დამხმარე ნივთიერებებს, რამაც, შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

გვერდითი ეფექტები
გამოყენების შემდეგ იშვიათად ვლინდება რეაქციები კანის გაღიზიანების სახით – სიწითლე, ქავილი, გამონაყარი. ეს რეაქციები სწრაფად ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეტპრომი
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
ინდომეტაცინი+ტროქსერუტინი
დოზა
30მგ+20მგ
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
40გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი