ზერალგო ტაბლეტი 100მგ #15

ზერალგო ტაბლეტი 100მგ #15

თურქეთი

დროგსან ილაჩი
პროდუქტის შესახებ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.
ჩვენებები
რევმატოიდური ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილიზებელი სპონდილიტი, ბურსიტი,
ტენდინიტი, რბილი ქსოვილების ტრავმები, დისმენორეა

უკუჩვენებები
ფლუბიპროფენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატი უკუნაჩვენებია აგრეთვე იმ პაციენტებში,რომლებიც ამჟღავნებენ მომატებული
მგრძნობელობის რეაქციებს (ბრონქული ასთმა,ჭინჭრის ციება ან სხვა ალერგიული რეაქციები,)
ფლუბიპროფენის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული პრეპარატების მიღების დროს.
წყლულოვანი დაავადების გამწვავება ან პეპტიური წყლული ანამნეზში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობა
I და II ტრიმესტრი კატეგორია C . გამოყენება შესაძლებელია , თუ შესაძლო სარგებელი
აღემატება ნაყოფის პოტენციურ რისკს. III ტრიმესტრი კატეგორია D. ადექვატური და კარგად
კონტროლირებული კვლევების არარსებობის გამო რეკომენდებული არ არის გამოყენებული
იქნას ორსულ ქალებში. შესაძლებელია გამოყენება სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ
სიტუაციებში, ან სერიოზული დაავადების მკურნალობისას, როდესაც სხვა სამკურნალო
საშუალებების გამოყენება შეუძლებელია ან არასაკმარისია. ორსულობის III ტრიმესტრში აასს
-ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს : მშობიარობის შეკავება , ნაყოფიში
არტერიული
სადინრის ნაადრევი ჩაკეტვა და ხანგრძლივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია მშობიარეში.
ლაქტაცია
რეკომენდებული არაა გამოყენებული იქნას ლაქტაციის პერიოდში პროსტაგლანდინების
ინჰიბიტორების შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო ახალშობილებში.

მიღების წესი და დოზირება
თუ არა არის სხვა დანიშნულება ექიმის მიერ , რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს
150-200მგ-ს.
სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 300მგ-მდე.
ჩვეულებრივი ტკივილების დროს საწყისი დოზაა 100მგ, შემდგომი ყოველი 4-6 საათის
განმავლობაში 50-100მგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 300მგ.-ს
არ არის საჭირო გამოყენებული იქნას 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, პრეპარატის ეფექტურობის
და უსაფრთხოების მტკიცებულების არ არსებობის გამო.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25რCსაკუთარ შეფუთვაში, მზისგან და ნესტისაგან დაცულ, ბავშვებისათის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი- გამოიყენბა ექიმის დანიშნულების გარეშე
.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დროგსან ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ფლურბიპროფენი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
15
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი