ადაპტოლი კაფსულა 300მგ გამოიყენება ნევროზების, ნევროზის მსგავსი მდგომარეობების, სხვადასხვა გენეზის კარდიალგიის დროს.
1 კაფსულა შეიცავს: ტემგიკოლურილს – 300 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი.
ადაპტოლი განკუთვნილია გამოყენებისთვის მოზრდილებში.
ადაპტოლი მიიღება პერორალურად 300-500 მგ 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10 გ-ს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდე. ნიკოტინისადმი დამოკიდებულების მკურნალობისას ინიშნება 600-1000 მგ დღეში, 5-6 კვირის განმავლობაში. შეჩვევა და მოხსნის სინდრომი ადაპტოლის მიმართ არ ვითარდება.
პრეპარატის მიღება საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის.
პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებითი მიღების გარეშე. აუცილებლობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ხანდაზმულ და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზების კორექცია შესწავლილი არ არის, ამიტომ პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.
პედიატრიული პოპულაცია: არ არსებობს მონაცემები ადაპტოლის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.
მოქმედი ნივთიერება კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და სითხეში. ადეკვატურად კონტროლირებადი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ადაპტოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.