ადაპტოლი ტაბლეტი 300მგ #20

ადაპტოლი ტაბლეტი 300მგ #20

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: მებიკარს – 300 მგ ან 500 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი.

ჩვენება: ნევროზები და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს გაღიზიანებით, ემოციური არამდგრადობით, მღელვარებითა და შიშით; ნეიროლეფსიური საშუალებებისა და ტრანქვილიზატორების ამტანობის გაუმჯობესება მათ მიერ გამოწვეული სომატოვეგეტატიური და ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების კუპირების მიზნით; სხვადასხვა გენეზის კარდიალგია (რომელიც არ არის დაკავშირებული გულის იშემიურ დაავადებასთან); ნიკოტინისადმი დამოკიდებულება (კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება: ადაპტოლი-ავერსი მიიღება პერორალურად 300-500 მგ 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა–10გ-ს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდე. ნიკოტინისადმი დამოკიდებულების მკურნალობისას ინიშნება 600-900მგ 3-ჯერ დღეში, 5-6 კვირის განმავლობაში. შეჩვევა და მოხსნის სინდრომი ადაპტოლი-ავერსის მიმართ არ ვითარდება. პრეპარატის მიღება საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის. პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებითი მიღების გარეშე. აუცილებლობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების ან დისპეფსიური მოვლენების განვითარება. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითება და ჰიპოთერმია, რომლებიც თავისთავად ნორმალიზდება, ასევე სისუსტე, თავბრუსხვევა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მებიკარის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შესაძლებელია ადაპტოლი-ავერსის გამოყენება სხვა ტრანქვილიზატორებთან (ბენზოდიაზეპინის ჯგუფის), ანტიდეპრესანტებთან, ფსიქოსტიმულატორებთან, საძილე და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან.

დოზის გადაჭარბება: ადაპტოლი-ავერსი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია: სათანადო კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ადაპტოლი-ავერსის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ აღინიშნება.

შეფუთვა: შემოუგარსავი ტაბლეტები, 300 მგ ან 500 მგ; 10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება 15-25C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
მებიკარი /ტემგიკოლურილი/
დოზა
300მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი