გამოიყენება თავის ტვინის დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომების ან ცერებროვასკულური უკმარისობის მეორადი შედეგების დროს.
1 მლ საინექციო ხსნარის შემადგენლობაში შედის 250მგ ქოლინის ალფოსცერატი.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
თავის ტვინის დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები ან ცერებროვასკულური უკმარისობის მეორადი შედეგები, ე.ი. პირველადი ან მეორადი კოგნიტური დარღვევები ხანდაზმულ პირებში, რომელთათვის დამახასიათებელია მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების არევა, დეზორიენტაცია, მოტივაციისა და ინიციატურობის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის შესუსტება.
ქცევის და ემოციური მდგომარეობის შეცვლა: გუნება-განწყობის ლაბილობა, გაღიზიანებადობა, გარემოს მიმართ ინდიფერენტულობა.
მოხუცებულთა ფსევდომელანქოლია.
დოზირება:
მოზრდილები და ხანდაზმულები
რეკომენდებული დოზა: 1000 მგ (ერთი ამპულა) დღეში კუნთში ან ვენაში (ნელა).
ქოლინის ალფოსცერატით მკურნალობის კლინიკური ეფექტურობა რეგულარულად უნდა შეფასდეს. ქოლინის ალფოსცერატით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს თერაპიული ეფექტის მიღებამდე.
მკურნალობა უნდა დაიწყოს და აკონტროლოს ექიმმა, რომელსაც აქვს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დემენციისა და ინსულტის შემთხვევაში კოგნიტური დისფუნქციის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გამოცდილება. დიაგნოსტიკა უნდა ეფუძნებოდეს მოქმედ გაიდლაინებს.
თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ქოლინის ალფოსცერატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა თირკმლისა და ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში ჯერ არ არის დადგენილი. პედიატრიული პოპულაცია
ქოლინის ალფოსცერატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი.
ორსულობა:
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულებში ქოლინის ალფოსცერატის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით.
ლაქტაცია:
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ცხოველის რძეში ქოლინის ალფოსცერატის/მეტაბოლიტების სეკრეციის შესახებ.
ალფოსცეტი არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
ინახება 25°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში.