/images/logo_ka.svg
აზალეპტინი ტაბლეტი 100მგ #40

აზალეპტინი ტაბლეტი 100მგ #40

სომხეთი

არპიმედი

გამოიყენება შიზოფრენიისას, ფსიქიკური დარღვევებისას პარკინსონის დაავადების დროს, სტანდარტული თერაპიის არაეფექტურობისას.

პროდუქტის შესახებ

აზალეპტინი ტაბლეტი 100მგ

შემადგენლობა:

​ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება – კლოზაპინი – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მონოჰიდრატული ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.


მიღების ჩვენებები:

  • შიზოფრენია, თერაპიისადმი რეზისტენტული შიზოფრენიის ფორმების ჩათვლით, ასევე პაციენტები შიზოფრენიით, რომლებსაც აქვთ მძიმე ნევროლოგიური გვერდითი რეაქციები, რომლებიც ვითარდება სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას, ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების ჩათვლით
  • ფსიქიკური დარღვევები პარკინსონის დაავადებისას, სტანდარტული თერაპიის არაეფექტურობისას.


მიღების წესი და დოზები:

პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, აუცილებელია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. პრეპარატით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლეიკოციტების დონე ნორმალური (ლეიკოციტების რაოდენობა არანაკლებ 3,5 X 109/ლ და ნეიტროფილების რაოდენობა არანაკლებ 2,0 X 109/ლ).
თერაპიის პირველი 18 კვირის განმავლობაში ტარდება ლეიკოციტების და ნეიტროფილების რაოდენობის კონტროლი ყოველკვირეულად, ხოლო შემდეგ, ყოველ 4 კვირაში მკურნალობის განმავლობაში.
პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში ლეიკოციტების რაოდენობა ხდება 3,0 X 109/ლ ნაკლები ან ნეიტროფილების რაოდენობა მცირდება 1,5 X 109/ლ ქვემოთ.
პაციენტებმა, რომლებმაც კლოზაპინის მიღება შეწყვიტეს ლეიკოციტების ან ნეიტროფილების რაოდენობის შემცირების გამო, განმეორებით ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
შიზოფრენიის თერაპიისადმი რეზისტენტული ფორმის შემთხვევაში, თერაპია იწყება 12,5 მგ დოზით (ჭამის შემდეგ) ერთ ან ორჯერ დღეში, მეორე დღეს მიიღება 25 მგ პრეპარატი ერთხელ, ან ორჯერ დღეში. კარგი ამტანობისას სადღეღამისო დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს 25-50 მგ 2-3 კვირის განმავლობაში დღე-ღამეში 300 მგ დოზის მიღწევამდეც კი. შემდგომ, აუცილებლობისას სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 50-100 მგ შემდგომი ინტერვალით.
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით (12,5 მგ ერთჯერადად), შემდგომში დოზის თანდათან ზრდით დღეში 25 მგ-ით.
პრეპარატის საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 200-450 მგ დღე-ღამეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებაზე. პრეპარატის სადღეღამისო დოზის დიდი ნაწილი მიიღება ძილის წინ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (მიღწეული თანდათან მატებით, რომელიც არ აღემატება 100 მგ) შეადგენს 900 მგ. დღე-ღამეში 450 მგ მეტი დოზისას შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაზრდა (განსაკუთრებით ეპილეფსიური გულყრების განვითარება).
შემანარჩუნებელი დოზა: თერაპიული ეფექტის მიღწევისას, პაციენტების უმრავლესობას შეუძლია მიიღოს უფრო დაბალი დოზა ეფექტური და შემანარჩუნებელი დოზის სახით, ამიტომ რეკომენდებულია დოზის ფრთხილად და თანდათან შემცირება.
მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 თვისა. თუ სადღეღამისო დოზა არ აღემატება 200 მგ, რეკომენდებულია მისი მიღება ერთ მიღებაზე, საღამოს.
თერაპიის დასრულებისას პრეპარატის დოზა თანდათან მცირდება 1-2 კვირის განმავლობაში. თუ აუცილებელია პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტა, პაციენტზე უნდა მოხდეს გულმოდგინე დაკვირვება “მოხსნის” სინდრომის შესაძლო განვითარების გამო.
თერაპიის განახლება პაციენტებში, რომლებსაც კლოზაპინის უკანასკნელი დოზის მიღებიდან ინტერვალი აქვთ 2 დღე, უნდა დაიწყოს 12,5მგ დოზით, რომელიც ინიშნება ერთ ან ორ მიღებაზე პირველი ორი დღის განმავლობაში. დოზის მატება თერაპიულ დოზამდე შეიძლება უფრო სწრაფად, ვიდრე მკურნალობის პირველად დაწყებისას. დოზის მატება უნდა შეიზღუდოს, ან გადაიდოს ორთოსტატიული ჰიპოტენზიის განვითარების, გამოხატული სედატიური ეფექტის, ცნობიერების არევის შემთხვევაში. მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში აუცილებელია არტერიული წნევის კონრტოლი.
ფსიქიკური აშლილობები, რომლებიც ვითარდება პარკინსონის დაავადდებისას, ასევე სტანდარტული თერაპიის არაეფექტურობისას: პრეპარატის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12,5მგ-ს, რომელიც მიიღება საღამოს. შემდგომ დოზა თანდათან იზრდება 12,5მგ-ით ორჯერ კვირაში 50მგ-მდე (თერაპიის მეორე კვირაზე). უმჯობესია სადღეღამისო დოზის ერთჯერადი მიღება, საღამოს.
საშუალო ეფექტური დოზა შეადგენს 25-37,5მგ დღე-ღამეში. იმ შემთხვევაშთი, თუ 50მგ დოზის მიღებისას დღე-ღამეში ერთი კვირის განმავლობაში არ მიიღწევა სასურველი თერაპიული პასუხი, დოზა შეიძლება სიფრთხილით გაიზარდოს და დაემატოს 12,5მგ კვირაში.
50მგ-მდე დოზა დღე-ღამეში შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
მაქსიმალური დოზა შეადგენს 100 მგ-ს, რომლის გადაჭარბებაც დაუშვებელია.
თერაპიის დასრულებისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება 12,5მგ-ით ერთი-ორი კვირის განმავლობაში.
მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნეიტროპენიის, ან აგრანულოციტოზის განვითარების შემთხვევაში.


უკუჩვენებები: 

  • მოამტებული მგრძნობელობა კლოზაპინის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ
  • ტოქსიური, ან იდიოსინკრაზიული გრანულოციტოპენია/აგრანულოციტოზი ანამნეზში (ადრე ჩატარებული ქიმიოთერაპიის გარდა)
  • ანამნეზში კლოზაპინის მიღებით გამოწვეული აგრანულოციტოზი
  • ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა
  • არასაკმარისად კონტროლირებადი ეპილეფსია, სპაზმოფილია, მიასთენია
  • ალკოჰოლით, ან სხვა ტოქსიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქოზები, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, კომატოზური მდგომარეობები
  • ცირკულატორული კოლაფსი, ან ცნს დეპრესია, რომელიც გამოწვეულია სხვა მიზეზებით
  • თირკმელების და გულის მძიმე დაავადებები (მაგ. მიოკარდიტი)
  • ღვიძლის დაავადებების გამწვავება, რომელსაც თან ახლავს გულისრევა, ანორექსია, ან სიყვითლე, ღვიძლის პროგრესირებადი დაზიანება, ღვიძლის უკმარისობა
  • ნაწლავის პარალიზური გაუვალობა
  • ერთდოული დანიშვნა პრეპარატებთან, რომლებსაც შუძლიათ აგრანულოციტოზის გამოწვევა
  • წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია
  • გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზური უკმარისობა, გლიკოზო-გალაქტოზის მალაბსორბცია
  • პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარების შესაძლებლობა


შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისაგან, სინათლის და ნესტისაგან დაცულ ადგილას 15 C -25 C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
არპიმედი
ქვეყანა
სომხეთი
ჯენერიკი
კლოზაპინი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
40
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat