ცებრა კაფსულა 30მგ #20

ცებრა კაფსულა 30მგ #20

რუმინეთი

რომფარმ კომპანი
კალათის ფასდაკლება
-
9.1
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - vincamine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები

შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
ვინკამინი - 30 მგ

ჩვენებები
ცებრას გამოყენება ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს:
• მეხსიერების გაუარესება; ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა
• თავბრუსხვევა, სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილი, შაკიკი.
• სმენის და მხედველობის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები.
• ფსიქიური დარღვევები: დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა; ემოციური დარღვევები;
სისხლძარღვოვანი დარღვევები, მათ შორის, თავის ტვინის იშემია.
• ტროპიკულ დეგენერაციული დაავადებები: დიაბეტი, ათეროსკლეროზი.
• მწვავე ინსულტის შემდეგ პოსტ-ტრამვული, პოსტაპოპლექსიური, ჰიპერტონიული ენცეფალოპათია.
• ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესება

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში; პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია ხანგრძლივად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად-ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე და ქავილი.

უკუჩვენება
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თავის ტვინის სიმსივნე და მწვავე ინსულტი, არითმია. მძიმე ჰიპოკალემია და ჰიპოკალციემია.

ჭარბი დოზირება
მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინტოქსიკაციის შესახებ, მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაცია ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცებრას მიღება არ არის რეკომენდებული ანტიარითმიულ საშუალებებთან (ამიოდარონი, დიზოპირამიდი).
ამფოტერიცინ b, სისტემური გლუკოკორტიკოიდები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
ვინკამინი
დოზა
30მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი