ცინარიზინი ტაბლეტი 25მგ #50

ცინარიზინი ტაბლეტი 25მგ #50

ბულგარეთი

სოფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - cinnarizine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები

შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: ცინარიზინი-25მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სახამებელი, ტალკი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი.

ჩვენებები
• სისხლის მიმოქცევის დარღვევა თავის ტვინში;
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
• ვესტიბულარული აპარატის დაავადებებისა და მენიერის სინდრომის სიმპტომური მკურნალობა, რომელიც გამოიხატება თავბრუსხვევით, გულისრევით, ღებინებით, ყურებში შუილით;
• შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა;
• კინეტოზების (გზის დაავადების) პროფილაქტიკა და მკურნალობა;

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ. დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 225მგ–ს (9 ტაბლეტი).
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ: ინიშნება 25მგ (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღეში.
8-12 წლის ასაკის ბავშვებში: მიიღება მოზრდილთა დოზის ნახევარი 3-ჯერ დღეში.
5-7 წლის ასაკის ბავშვებში: მიიღება მოზრდილთა დოზის მეოთხედი 3-ჯერ დღეში.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევისას:
მოზრდილებში მიიღება 50-75მგ (2-3 ტაბლეტი) 3-ჯერ დღეში.
ვესტიბულარული დარღვევების, მენიერის სინდრომის, კინეტოზების (გზის დაავადების) დროს:
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ: 1 ტაბლეტი მგზავრობამდე ნახევარი საათით ადრე და 1 ტაბლეტი მგზავრობის განმავლობაში ყოველ 6 საათში ერთჯერ.
8-12 წლის ასაკის ბავშვებში: რეკომენდებულია მოზრდილთა დოზის ნახევარის მიღება მგზავრობამდე ნახევარი საათით ადრე.
5-7 წლის ასაკის ბავშვებში: რეკომენდებულია მოზრდილთა დოზის მეოთხედის მიღება მგზავრობამდე ნახევარი საათით ადრე.
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
საუკეთესო თერაპიული ეფექტის მისაღწევად ,,ცინარიზინი’’-ს მიღება აუცილებელია რამდენიმე თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყება სასურველია დაბალი დოზებით (საშუალოდ, რეკომენდებული დოზის ნახევარით), შემდეგ დღიური დოზის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით სასურველი თერაპიული ეფექტის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, დისპეპსიური მოვლენები, ალერგიული რეაქციები, ოფლიანობა.
ხანდაზმულებში პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ექსტრაპირამიდული დარღვევების სიმპტომები (ტრემორი, წონასწორობის დარღვევა), რაც მოითხოს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან შემადგენელი კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, ვინაიდან არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები მისი გამოყენების უსაფრთხოებაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
ცინარიზინი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი