პროდუქტის შესახებ
დეპრატალი
ერთი ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ან 60 მგ დულოქსეტინს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა ინგრედიენტებია: ტაბლეტის ბირთვი: დაპრესილი შაქარი (Compressuc MS); სიმინდის სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის გარსი: მეთაკრილის მჟავა-ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), დისპერსია 30%, ტრიეთილის ციტრატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), სიმეთიკონი (ემულსია).
დეპრატალი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:
•დეპრესია
•გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ქრონიკული შფოთვა ან ნევროზულობა)
•ტკივილები დიაბეტური ნეიროპათიის დროს (ხშირად აღწერილია, როგორც წვა, გამჭოლი ტკივილი, ჩხვლეტა, ტყვიის გავლის შეგრძნება ან ტკივილი ან ელექტრო შოკის მსგავსი შეგრძნება. შესაძლოა დაზიანებულ არეში მგრძნობელობის დაკარგვა, ან შეხებით, სიცივით, სიცხით, ზეწოლით გამოწვეული ტკივილი).
დეპრესიის ან შფოთვის მქონე პაციენტებში დეპრატალი მოქმედებას იწყებს ძირითადად მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირაში, ზოგიერთ შემთხვევაში 2-4 კვირაში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ამ პერიოდის გავლის შემდეგ ვერ იგრძენით უკეთესობა. ექიმმა შეიძლება გაგიგრძელოთ დეპრატალის მიღება, მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც, რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.
ტკივილით მიმდინარე დიაბეტური ნეიროპათიის მქონე პაციენტებში მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება მოხდეს რამდენიმე კვირაში. თუ ორი თვის შემდეგ ვერ იგრძენით უკეთესობა, მიმართეთ ექიმს.
მიღება:
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დეპრატალი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის. თქვენ უნდა გადაყლაპოთ მთლიანი ტაბლეტი წყლის მიყოლებით.
დეპრესიისა და დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილისთვის:
დეპრატალის ჩვეულებრივი დოზაა 60 მგ დღეში ერთხელ, მაგრამ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისთვის:
დეპრატალის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 30 მგ ერთხელ დღეში, რის შემდეგაც პაციენტების უმეტესობა მიიღებს 60 მგ ერთხელ დღეში, მაგრამ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას. დოზა შეიძლება დაკორექტირდეს 120 მგ- მდე დღეში, დეპრატალზე თქვენი პასუხის მიხედვით.
იმისათვის, რომ არ დაგავიწყდეთ დეპრატალის მიღება, მიღეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან იმის შესახებ, თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ დეპრატალი.
არ შეწყვიტოთ დეპრატალის მიღება ან არ შეცვალოთ დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დაავადების სწორად მკურნალობა მნიშვნელოვანია, რათა გაუმჯობესდეს თქვენი მდგომარეობა. თუ მას არ უმკურნალებთ, დაავადება შეიძლება არ გაქრეს და გახდეს უფრო სერიოზული და რთულად სამკურნალო.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
73846