გამოიყენება ორი მდგომარეობის – ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.
აქტიური ნივთიერება არის ლამოტრიჯინი - თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ლამოტრიჯინს.
სხვა ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ინდიგო კარმინის ალუმინის ლეიქი (E132) (მხოლოდ 200 მგ-ისთვის), დაისის ფერი ყვითელი ალუმინის ლეიქი (E110) (მხოლოდ 100 მგ), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი (K30).
გამოიყენება ორი მდგომარეობის – ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.
ლამოტრიჯინი აურობინდო ეპილეფსიას ტვინში იმ სიგნალების დაბლოკვით მკურნალობს, რომლების ეპილეფსიურ შეტევებს (კრუნჩხვებს) იწვევს.
ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს (ზოგჯერ მას მანიაკალურ დეპრესიას უწოდებენ) აქვთ განწყობის ექსტრემალური ცვალებადობა, მანიის პერიოდები (აღელვება ან ეიფორია) დეპრესიის პერიოდები (ღრმა სევდა ან სასოწარკვეთა) მონაცვლეობით. 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში ლამოტრიჯინიი აურობინდოს გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლად ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ბიპოლარული აშლილობის დროს წარმოქმნილი დეპრესიის პერიოდების თავიდან ასაცილებლად. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მუშაობს ლამოტრიჯინი აურობინდო ტვინში ამ ეფექტის მისაღწევად.
ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რამდენი ლამოტრიჯინი აურობინდო უნდა გამოიყენოთ
შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს თქვენთვის ეფექტური ლამოტრიჯინი აურობინდოს დოზის პოვნას. რა დოზას მიიღებთ დამოკიდებული იქნება:
თქვენი ექიმი დასაწყისისთვის დანიშნავს დაბალ დოზას და თანდათან გაზრდის მას რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ არ მიაღწევთ თქვენზე მორგებულ დოზას (ე.წ. ეფექტური დოზა).
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე/ბოთლის იარლიყზე მოცემული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.