აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევეტირაცეტამს
ჩვენებები: ლევამბელი ნაჩვენებია მონოთერაპიის სახით, პარციალური გულყრების მკურნალობისას მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლიდან ახლად დიაგნოზირებული ეპილეფსიით. ლევამბელი ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით შემდეგ შემთხვევებში: •პარციალური გულყრების მკურნალობა მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებსა და ჩვილებში ეპილეფსიით 1 თვის ასაკიდან. •მიოკლონური გულყრების მკურნალობა მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიით. •პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები (≥18 წელი) და 50 კგ ან მეტი წონის მქონე (12-დან 17 წლამდე) მოზარდები საწყისი თერაპიული დოზა არის 500 მგ ორჯერ დღეში. ამ დოზის დაწყება შესაძლებელია მკურნალობის პირველ დღეს. თუმცა, უფრო დაბალი საწყისი დოზა 250 მგ დღეში ორჯერ შეიძლება მიეცეს ექიმის მიერ გულყრების შემცირებისა და პოტენციური გვერდითი მოვლენების შეფასების საფუძველზე. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე დღეში ორჯერ ორი კვირის შემდეგ. კლინიკური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 1500 მგ-მდე დღეში ორჯერ. დოზის ცვლილება შეიძლება განხორციელდეს 250 მგ ან 500 მგ ორჯერ დღეში, გაზრდით ან შემცირებით ყოველ ორ-ოთხ კვირაში.
50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდები (12-დან 17 წლამდე) და ბავშვები 1 თვის ასაკიდან ექიმმა უნდა დანიშნოს ყველაზე შესაფერისი წამლის ფორმა, გამოშვების ფორმა და მოქმედების სიძლიერე წონის, ასაკისა და დოზის მიხედვით. იხილეთ „პედიატრიული პოპულაცია “ დოზის კორექტირებისთვის წონის მიხედვით.
შენახვის პირობები: ინახება 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, თავის შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.