პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Benserazidum+Levodopaum
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება
ჩვენება:
პარკინსონიზმი. სწრაფად მოქმედი მადოპარი _ სპეციალური სამკურნალო ფორმაა ავდმყოფებისათვის დისფაგიით და იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა მოქმედების ადრეული დასაწყისი, ანუ ავდმყოფებში აკინეზიით დილის საათებში და დღის მეორე ნახევარში, ასევე ავადმყოფებში "დაგვიანების" და "გათიშვის" ფენომენით. მადოპარი ჰდს ნაჩვენებია ავადმყოფებში ლევოდოპას მოქმედების ნებისმიერი ცვალებადობის ტიპით (კერძოდ, "დოზის პიკის დისკინეზია" და "დოზის დამთავრების ფენომენი", მაგალითად, უმოძრაობა ღამით).
დოზირება და მიღების წესი:
მადოპარით მკურნალობა იწყება თანდათანობით, ინდივიდუალურად შერჩეული დოზებით. მადოპარის კაფსულებს იღებენ მთლიანად, დაუღეჭავად. ხოლო ტაბლეტები დაქუცმქცდება ყლაპვის გაადვილებისათვის.
მადოპარის სწრაფად მოქმედი ტაბლეტები იხსნება 25-50მლ წყალში. ტაბლეტები იხსნება სრულად რამდენიმე წუთში რძისფერი ხსნარის წარმოქმნით. რადგანაც სწრაფად წარმოიქმნება ნალექი, მიღების წინ აუცილებელია ხსნარის მორევა. სწრაფად ხსნადი მადოპარის მიღება ხდება არაუგვიანეს 30 წუთისა გახსნის შემდეგ. მადოპარი ინიშნება 30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
დოზირების სტანდარტული რეჟიმი
საწყისი მკურნალობა
პარკინსონის დაავადების ადრეულ სტადიაზე მადოპარით მკურნალობა იწყება 50მგ ლევოდოპა+12,5მგ ბენსერაზიდი 3-4 ჯერ დღეში. პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზა თანდათანობით იზრდება ავადმყოფის რეაქციის მიხედვით.
ოპტიმალური ეფექტი აღინიშნება როგორც წესი მაშინ, როდესაც დღეღამური დოზა შეადგენს 300-800მგ ლევოდოპა +75-200მგ ბენსერაზიდი, რომელიც ინიშნება 3 ან მეტ მიღებაზე.
ოპტიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა 4-6 კვირა. დღეღამური დოზის შემდგომი გაზრდა წარმოებს 1 თვის ინტერვალით.
შემანარჩუნებელი თერაპია
მადოპარის საშუალო შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 125მგ-ს 3-6 ჯერ დღეში. მიღების ჯერადობა (არანაკლებ 3- სა) და მათი განაწილება დღის განმავლობაში უნდა იძლეოდეს მაქსიმალურ ეფექტს. ეფექტის ოპტიმიზაციისათვის შესაძლებელია ჩვეულებრივი მადოპარის შეცვლა დისპერგირებულ ან ჰდს მადოპარზე.
დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევაში
ავადმყოფებმა, რომლებიც იღებენ პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს, შეიძლება მიიღონ მადოპარიც. მხოლოდ მადოპარით მკურნალობის გაგრძელებისას და მისი თერაპიული ეფექტის გამოვლენისას შეიძლება გახდეს საჭირო სხვა პრეპარატების დოზის შემცირება ან მათი მოხსნის აუცილებლობა.
თუ ავადმყოფს დღის განმავლობაში აღენიშნება პრეპარატის მოქმედების მერყეობა "ჩართვა-გამორთვა" ფენომენის სახით, რეკომენდებულია პრეპარატის მცირე დოზების ხშირი მიღება, ან უპირატესად _ მადოპარი ჰდს-ს დანიშვნა. ეს პრეპარატი ინიშნება მეორე დღიდან, დილიდან. პრეპარატის დოზა და მიღების სქემა რჩება იგივე, რაც ჩვეულებრივი მადოპარის დანიშვნის დროს.
2-3 დღის შემდეგ პრეპარატის დოზა იზრდება 50%-ით. აუცილებელია ავადმყოფების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. მადოპარი ჰდს მოქმედებს მოგვიანებით. კლინიკური ეფექტი აღინიშნება უფრო სწრაფად, თუ დაინიშნება მადოპარი ჰდს-ი ჩვეულებრივ კაფსულებთან ერთად ან სწრაფად მოქმედ ტაბლეტებთან. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა პირველი დილის დოზის დროს, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე შემდგომი დოზები. მადოპარი ჰდს-ს ინდივიდუალური დოზის შერჩევა ხდება თანდათანობით, ხოლო ინტერვალი შეცვლილ დოზებს შორის შეადგენს 2-3 დღეს. ავადმყოფებში ღამის სიმპტომატიკით დადებითი ეფექტი აღინიშნება მადოპარი ჰდს-ს საღამოს დოზის გაზრდით 250მგ-მდე ძილის წინ.
მადოპარი ჰდს-ს გამოხატული ეფექტის დროს (დისკინეზია) მიზანშეწონილია ინტერვალის გაზრდა დოზებს შორის, ვიდრე შემცირდეს ერთჯერადი დოზა. თუ მადოპარი ჰდს-ი არაეფექტურია დღეღამური დოზით, რომელიც შეესაბამება ლევოდოპას 1500მგ-ს, რეკომენდებულია მკურნალობა გაგრძელდეს ჩვეულებრივი ან სწრაფად მოქმედი მადოპარით.
გვერდითი მოვლენები:
ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გემოს შეგრძნების დაკარგვის და ცვლილების შემთხვევები. ეს გვერდითი მოვლენები ვითარდება პრეპარატის მიღების საწყის სტადიაზე, მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ პრეპარატი დაინიშნება ჭამის დროს ან საკვების ან წყლის საკმარი რაოდენობის დაყოლებით, ასევე დოზის თანდათანობითი გაზრდით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
31379
ჯენერიკი
ლევოდოპა+ბენსერაზიდი