/images/logo_ka.svg
მოდელამი წვეთები ორალური 50მლ #1
მოდელამი წვეთები ორალური 50მლ #1

მოდელამი წვეთები ორალური 50მლ #1

თურქეთი

ნატურალ ფარმა

პროდუქტის შესახებ
დასახელება - მოდელამი წვეთები ორალური 50მლ #1

გამა-ამინოერბოს მჟავა ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს ცნს-ში და გააჩნია ნოოტროპული მოქმედება. წარმოადგენს ძირითად დამთრგუნველ მედიატორს ცნს-ში (დამამუხრუჭებელი მედიატორი). ამცირებს ნეირონების აქტივობას, ხელს უშლის ნერვული უჯრედების აგზნებადობას, გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ააქტივებს ენერგეტიკულ პროცესებს, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას, აჩქარებს გლუკოზის უტილიზაციას და მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი ტოქსიური პროდუქტების გამოდევნას. აუმჯობესებს თავის ტვინში პროცესების დინამიკას, ზრდის აზროვნების ეფექტურობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, გააჩნია
ფსიქომასტიმულირებელი, ანტიჰიპოქსიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. მონაწილეობს მეტყველების და მამოძრავებელი ფუქციების აღდგენაში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას. გააჩნია მსუბუქი ჰიპოტენზიური ეფექტი, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას და ჰიპერტენზიასთან ასოცირებულ სიმპტომებს (თავბრუხვევა, უძილობა).
გლიცინი - თავის ტვინის ქსოვილში ააქტივებს მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს ნერვული სისტემის მუშაობის ნორმალიზაციას. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე - მოყავს ტონუსში, აუჯობესებს მეხსიერებას და აზროვნებას, ახდენს აგზნებისა და დამუხრუჭების პროცესების ნორმალიზაციას, ამცირებს შფოთვას, შიშს და გაღიზიანებადობას, ამცირებს სტრესს, ხსნის დეპრესიას, აღადგენს ძილს და ახდენს სედატიურ მოქმედებას. გლიცინი პროტექტორულად მოქმედებს თავის ტვინის ქსოვილზე, აუმჯობესებს თავის ტვინის კვებას, ამაღლებს ცნს-ში დამცველობით დამამუხრუჭებელ პროცესებს.
L გლუტამინი - აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს. აბალანსებს თავის ტვინში ენერგეტიკულ პროცესებს.
B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B5, B6, B7, B12 ) –ასტიმულირებენ ნერვული იმპულსების გადაცემას და ენერგიის გამომუშავებას. აჩქარებენ ნეირონების რეგენერაციას და
აუმჯობესებენ ნერვულ გამტარობას. დადებითად მოქმედებენ ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.
ჩვენებები:
• ქალა-ტვინის სამშობიარო ტრავმა
• ქალა-ტვინის სისხლძარღვების დაზიანება
• მეხსიერების, ყურადღების და მეტყველების დარღვევა
• თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შფოთვა
• ბავშვის გონებრივი განვითარების დარღვევა
• ბავშვთა ცერებრული დამბლა
• დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა
მიღების წესი და დოზირება:
0-დან 2 წლამდე: 9 წვეთი (0.5მლ) 1-ჯერ დღეში.
2-დან 4- წლამდე: 9 წვეთი (0.5 მლ) 2 -ჯერ დღეში.
4-დან 7 წლამდე: 9 წვეთი (0.5მლ) 3 -ჯერ დღეში.
7 წლიდან და მოზრდილებში: 18 წვეთი (1მლ) 2-ჯერ დღეში.
გამოყენებამდე საჭიროა ბოთლის შენჯღრევა
გამოშვების ფორმა:წვეთები 50მლ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნატურალ ფარმა
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
გამა-ამინო ერბოს მჟ+გლიცინი+L-გლუტამინი+ბ ჯგ ვიტამინები
ფორმა
წვეთები ორალური
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat