პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): lithium carbonate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ფსიქოტროპული საშუალებები → ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები
ჩვენებება:
ბიპოლარული აშლილობა (გუნება-განწყობის, ენერგიის და პიროვნების ფუნქციონირების უკიდურესი ცვლილებები) და მორეციდივე დეპრესიის (მწვავე დეპრესიის განმეორებითი ეპიზოდები) პრევენციისა და მკურნალობის მიზნით.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ლითიუმის კარბონატზე ან PLENUR -ის რომელიმე სხვა შემადგენელზე (თირკმლის და გულის მწვავე უკმარისობა), მკვეთრი სისუსტე და უღონობა, ორსულობა და ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ PLENUR-ის მიღებისას შემდეგ შემთხვევებში: ჭარბი ოფლიანობის, დიარეის, ღებინების, ჰიპოთირეოზის და ფსორიაზის დროს.
დოზირება: დოზა განისაზღვრება ლითიუმიის მიხედვით (სისხლში ლითიუმის დონე). პლენური მიიღება 1-4 ტაბლეტი დღეში.
მიღების ფორმა : პლენური მიიღება პერორალურად, ტაბლეტები აუცილებელია გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის ან დატეხვის გარეშე, წყლის ან უალკოჰოლო სასმელის მიყოლებით. მიზანშეწონილია წამალი მიიღოთ საკვებთან ერთად.
პლენურის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
ასაკოვან პაციენტებში: პრეპარატის დაწყება აუცილებელია დაბალი დოზით და კონტროლი ლითიუმის დონის (ლითიუმის დონე სისხლში).
გვერდითი მოვლენები: გადაჭარბებული ან შარდის გამოყოფის მკვეთრი სიხშირე შესაძლებელია გამოვლენილი იქნას მკურნალობის დასაწყისში, ამ დროს აუცილებელია შეწყდეს ლითიუმის მიღება.
უ დაღლილობა, კანკალი, კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი, მეტყველების დარღვევა, დაბნეულობა, კონცენტრაციის დარღვევა ეს ის მოვლენებია რა დროსაც აუცილებელია ლითიუმის გამოყენების შეწყვეტა. სტრესს და კოფეინს შეუძლია დაძაბოს ტრემორი.
უ ძილიანობა: როგორც წესი, ქრება დროთა განმავლობაში. თუ კი აღნიშნული გამოვლინდა, გამოიჩინეთ სიფრთხილის ზომები მანქანის მართვის და გამოყენების დროს
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
23911
ჯენერიკი
ლითიუმის კარბონატი