აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები გამოიყენება შაკიკის თავის ტკივილის და შაკიკის შეტევასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომების დროს. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული უწყვეტად შეტევების პრევენციისათვის ან მათი რაოდენობის შესამცირებლად. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ შაკიკის თავი ტკივილის შეტევების სამკურნალოდ.
რეკომენდებული დოზა: მოზრდილები: მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პირველი ტაბლეტი არ ხსნის თავის ტკივილს, არ უნდა იქნას მიღებული სუმატრიპტანის შემდგომი დოზები იგივე შეტევის დროს. პაციენტმა შეიძლება მიიღოს სხვა ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც არ შეიცავს ერგოტამინის პრეპარატებს, ტკივილის მოსახსნელად. აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები შეიძლება მიღებულ იქნას შემდგომი შეტევების დროს.
აპო-სუმატრიპტანის ტაბლეტები შეიძლება მიღებულ იქნას შაკიკის დროს ნებისმიერ მომენტში.
თუ სიმპტომები ისევ ვითარდება და გასულია 2 საათი პირველი ტაბლეტის მიღებიდან, შეიძლება მიღებულ იქნას მეორე ტაბლეტი.
დაუშვებელია 200 მგ-ზე მეტის მიღება ნებისმიერ 24-საათიან პერიოდში.
შენახვის წესი მედიკამენტი ინახება უსაფრთხო, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ის შეიძლება საზიანო იყოს ბავშვებისათვის. ტაბლეტები ინახება გრილ, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე, 15 C- 30C . ინახება ბლისტერული შეფუთვით მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.