რიმონალი წვეთები თვალის 2მგ/1მლ 5მლ #1
რიმონალი წვეთები თვალის 2მგ/1მლ 5მლ #1

რიმონალი წვეთები თვალის 2მგ/1მლ 5მლ #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - brimonidine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ბრიმონიდინის ტარტრატი 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატი, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ბორატის დეკაჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გლაუკომის სამკურნალოდ გამოსაყენებელი სიმპატომიმეტიკები.

გამოყენების ჩვენება
-ღიაკუთხიანი გლაუკომა;
-ოფთალმოჰიპერტენზია (მონოთერაპიის სახით ან თვალშიგა წნევის დამწევ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში).

მიღების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში თითო წვეთი 2-ჯერ დღე-ღამეში, ინსტილაციებს შორის დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალის დაცვით.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ბრიმონიდინის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
- ერთდროული თერაპია მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებითა (მაო-ს ინჰიბიტორები) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით;
- ლაქტაციის პერიოდი;
- 2 წლამდე ბავშვთა ასაკი
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
ბრიმონიდინმა შესაძლებელია გამოიწვიოს დაღლა და/ან ძილიანობა, დაბინდული მხედველობა და მხედველობითი აღქმის დარღვევა, განსაკუთრებით არასაკმარისი განათების დროს. შესაბამისად, მკურნალობის პერიოდში საჭიროა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და სახიფათო საქმიანობისაგან თავის არიდება.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
კლინიკურ კვლევებამდე არ გამოვლენილა ნაყოფზე ტერატოგენული მოქმედება. თუმცა დადგენილია, რომ ბრიმონიდინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და უმნიშვნელო რაოდენობით ვლინდება ნაყოფის სისხლის შრატში. კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ორსულობის პერიოდში ბრიმონიდინის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ბრიმონიდინი აღწევს დედის რძეში. პრეპარატის გამოყენების პერიოდში ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენება პედიატრიაში
რიმონალი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რადგანაც ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ბრიმონიდინი
დოზა
2მგ/1მლ
ფორმა
წვეთები თვალის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი