შემადგენლობა: 1 მლ თვალის წვეთების, ხსნარის შემადგენლობაში შედის : აქტიური ნივთიერება: 5 მგ ლევოფლოქსაცინი (ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი ). შემავსებლები: ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მარილმჟავას ხსნარი 1მ ან ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1მ (PH კორექტირების მიზნით),სტერილური წყალი.
თერაპიული ჩვენებები:
სოლუფლოქსი-NEW 5მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი განკუთვნილია, 1 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის. რეკომენდაციის გაცემა აუცილებელია ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების შესახებ ოფიციალური გზამკვლევის მიხედვით . სოლუფლოქსი-NEW 5მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი გამოიყენება მოზრდილებში, 1-12 წლის ბავშვებსა და 12-18 წლის მოზარდებში.
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება მოზრდილები : პაციენტების ყველა კატეგორიის შემთხვევაში პირველ ორ დღეს აწვეთებენ 1-2 წვეთ ხსნარს დაზიანებულ თვალ(ებ)ში 2 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმტეს 8 ჯერ დღეში, შემდეგ 4-ჯერ დღეში, 3-5 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და ინფექციის კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ მიმდინარეობაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს. რქოვანას წყლულის და ოფთალმიის სამკურნალოდ გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა, ახალშობილებში, დადგენილი არ არის.
მიღების წესი:
ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
რამდენიმე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ჩაწვეთებებს შორის 15 წუთიანი ინტერვალის დაცვა. ხსნარისა და წვეთოვანის წვერის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით არ უნდა შეეხოთ ქუთუთოებსა და მიმდებარე ზონებს ან სხვა ზედაპირს.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ლევოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან დანამატების მიმართ.
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე თავდაპირველ შეფუთვაში.