/images/logo_ka.svg
ტაილოლი პლუსი ტაბლეტი 500მგ+30მგ #20

ტაილოლი პლუსი ტაბლეტი 500მგ+30მგ #20

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი

პროდუქტის შესახებ
ტაილოლი პლუსი 500 მგ/30 მგ

სამკურნალო ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 520,833 მგ პარაცეტამოლს DC 96 და 30 მგ კოფეინის ანჰიდრიდს, რაც 500 მგ პარაცეტამოლის ექვივალენტია.

ტაილოლი პლუსი არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს 500 მგ პარაცეტამოლს და 30 მგ კოფეინს თითოეულ ტაბლეტში, რომელიც მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება.
ტაილოლი პლუსი მოთავსებულია ბლისტერში 20 და 30 ტაბლეტით.
ტაილოლი პლუსი გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის (თავის ტკივილი, შაკიკი, მტკივნეული მენსტრუაცია, ყელის ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, ართრიტის გამო ტკივილი) და ცხელების მოსახსნელად.

გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/შეყვანის სიხშირე:
ტაილოლი პლუსი განკუთვნილია მოზრდილებისთვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. რეკომენდებული დოზა არის 1-2 ტაბლეტი და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დოზის განმეორებით მიღება ყოველ 4-6 საათში. თუმცა, არ უნდა იქნას გამოყენებული 4 დოზაზე მეტი 24 საათის განმავლობაში.
არ შეიძლება მითითებულ დოზაზე მეტი დოზის გამოყენება, ხოლო გამოყენების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. თუ არ არის ექიმის რეკომენდაცია, არ გამოიყენება სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
მიღების გზა და მეთოდი:
მიიღება პერორალურად. გადაყლაპეთ ჭიქა წყლის მიყოლებით.

შეინახეთ ტაილოლი პლუსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
პარაცეტამოლი+კოფეინი
დოზა
500მგ+30მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ტაილოლი პლუსი ტაბლეტი 500მგ+30მგ #20