გამოიყენება ბრონქული ასთმის მკურნალობისას პაციენტებში, რომლებთანაც მანამდე ბრონქოდილატატორებით მკურნალობამ და/ან ანტიალერგიულმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო.
აქტიური ნივთიერება არის ბუდესონიდი.
თითოეული ინჰალაცია შეიცავს 200 მიკროგრამს ბუდესონიდს.
სხვა კომპონენტებია: ოლეინის მჟავა, ეთანოლი და 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანი (HFA-134a).
ბუდესონიდი არის არაჰალოგენირებული კორტიკოსტეროიდი, რომელიც მისი ანთების საწინააღმდეგო უნარის გამო ეფექტურია ასთმის სამკურნალოდ.
ინიშნება:
ზედმიწევნით დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მითითებული ინსტრუქციები ბუდესონიდი ალდო-უნიონი 200 მიკროგრამის შესახებ, რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბუდესონიდი ალდო-უნიონი 200 მიკროგრამი მიიღება ინჰალაციის გზით.
თუ ექიმმა სხვაგვარად არ მიგითითათ დაიცავით შემდეგი დოზები:
დოზა ინდივიდუალური უნდა იყოს.
ბავშვები და მოზარდები:
2-7 წლის ასაკის ბავშვები: 200-400 მკგ დღეში, 2-4-ჯერ მიღებით.
ბავშვები 7 წლის ასაკიდან: 200-800 მკგ დღეში, 2-4-ჯერ მიღებით.
მოზრდილები:
მოზრდილები: 200-1600 მკგ დღეში, 2-4-ჯერ მიღებით.
სასურველი კლინიკური შედეგის მიღწევის შემდეგ, შემანარჩუნებელი დოზა თანდათან უნდა შემცირდეს სიმპტომების კონტროლისთვის აუცილებელ მინიმალურ რაოდენობამდე.
მედიკამენტის მიღებამდე შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა.
ექიმმა უნდა შეამოწმოს, რომ პაციენტმა იცის როგორ გამოიყენოს ინჰალატორი და როგორ მოახდინოს სუნთქვის სინქრონიზაცია ინჰალაციის დროს.
ინჰალატორს აქვს დოზის ინდიკატორი, რომელიც ჩანს ღილაკზე არსებული პატარა ნასვრეტში ან ფანჯარაში და მიუთითებს რამდენი შესხურება დარჩა. ახალი ინჰალატორის ამ ინდიკატორში პულსატორის ფანჯარაში შესაძლებელია წაიკითხოთ «120" ან "200» (დამოკიდებულია თქვენთვის გამოწერილი ფლაკონის ზომაზე). ეს რიცხვები შეესაბამება ინჰალატორში დარჩენილ დოზებს. ინჰალატორის გამოყენებისას დოზის ინდიკატორი ბრუნავს ქვემოთ ყოველი 5-7 შესხურებისას, სანამ არ მიაღწევს 0-ს.
როდესაც რჩება დაახლოებით 40 დოზა, ინდიკატორის შეფერილობა იცვლება მწვანედან წითლად , რათა შეახსენოს პაციენტს რომ ექიმთან გაარკვიოს საჭიროა მკურნალობის გაგრძელება თუ საჭიროა ახალი რეცეპტის გამოწერა. გადააგდეთ ინჰალატორი, როგორც კი მაჩვენებელი მიაღწევს "0-ს".
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან და არ გაყინოთ ან არ გააცივოთ.