ფლუქოლდი +ვიტ C ფხვნილი პაკეტი #5
ფლუქოლდი +ვიტ C ფხვნილი პაკეტი #5

ფლუქოლდი +ვიტ C ფხვნილი პაკეტი #5

ინდოეთი

ნაბროს ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Paracetamol+Phenylephr+Chlorphen+Caffein
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები

შემადგენლობა:
პარაცეტამოლი 500 მგ
ქლორფენირამინის მალეატი 2 მგ
კოფეინი 30 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5 მგ
სხვა ინგრედიენტები: სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის ბენზოატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, საღებავი მუქი-წითელი.

ჩვენებები: გაციების და გრიპის სხვადასხვა გამოვლინების, რინიტის, ცხვირის “დაცობის”, თავის ტკივილის, ცხელების სიმპტომების შესამსუბუქებლად.
გამოყენება: მოზრდილებში და ბავშვებში 12 წელს ზევით – 1 პაკეტი 3-4-ჯერ დღე-ღამეში, 6-დან 12 წლამდე ბავშვები – 1/2 პაკეტი 3-4-ჯერ დღე-ღამეში. ბავშვები 2-დან 6 წლამდე - 1/4 პაკეტი 3-4-ჯერ დღე-ღამეში.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების კომპონენტების მიმართ, ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი, 2 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოვლენები: უმეტეს შემთხვევებში პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. შესაძლებელია ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, მადის გაუარესება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, ცნს-ის სტიმულაცია, ღებინება, გულისრევა, კანის ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქციები, გლაუკომის დროს, შარდის შეკავებისას, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაუვალობის, ეპილეფსიის დროს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დავადებებისას, და აგრეთვე ხანდაზმულ ასაკში. მკურანლობის პერიოდში უნდა ერიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, მუშაობას მექანიზმებთან და სხვა საფრთხილო საქმიანობას. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნაბროს ფარმა
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
პარაცეტამოლი+ასკორბინის მჟ+ფენილეფრინი
ფორმა
ფხვნილი
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი