კოლდრექსი მაქს გრიპი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #10
კოლდრექსი მაქს გრიპი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი  #10

კოლდრექსი მაქს გრიპი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #10

ესპანეთი

სმიტკლაინ ბ
პროდუქტის შესახებ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გაციებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომატური მკურნალობის საშუალება.
კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით – კომბინირებული პრეპარატია. პარაცეტამოლს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ტემპერატურის დამწევი მოქმედება. პრეპარატი შეიცავს მის მაქსიმალურ ერთჯერად დოზას, რაც დასაშვებია რეცეპტის გარეშე მისაღებად. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება, ხსნის ცხვირის დაგუბებას (ავიწროვებს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს და ცხვირის მიმდებარე უბეებს) და ამსუბუქებს სუნთქვას. ასკორბინის მჟავა ავსებს C ვიტამინის მომატებულ მოთხოვნილებას გაციებისა და გრიპის დროს, განსაკუთრებით ავადმყოფობის საწყისს ეტაპზე.
აქტიური ნივთიერება კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით, არ იწვევს ძილიანობას.
გამოყენების ჩვენება: კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით ხელს უწყობს გაცივებისა და გრიპის სიმპტომების აღმოფხვრას: მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, კანკალი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ცხვირის დაგუბება, ტკივილი ცხვირსა და ყელის მიდამოებში.

უკუჩვენებები: პრეპარატი არ მიიღება ერთდროულად ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, ასევე გრიპის, გაცივების და სურდოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
არ მისცეთ პრეპარატი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.
არ მიიღოთ კოლდრექს მაქსგრიპი ლიმონის არომატით:
• პარაცეტამოლის, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) ან სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში
• თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს
• თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელის მძიმე დაავადება
• თუ გაქვთ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
• ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის (თირეოტოქსიკოზის), შაქრინი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის ან გულის დაავადებების დროს
• თუ გაქვთ წინამდებარე ჯირკვლის ადენომა
• თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა
• პრეპარატი არ მიიღება ერთდროულად სამციკლიან ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად და მათი მიღების დასრულებიდან 14 დღის განმავლობაში.
• დაავადებების დროს, რაც დაკავშირებულია შაქრის შეწოვის დარღვევასთან, რადგან თითოეული პაკეტი შეიცავს 4გ შაქარს.
• გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზების გენეტიკური არარსებობის დროს.
აფთიაქიდან გაშვების წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სმიტკლაინ ბ
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
პარაცეტამოლი+ასკორბინის მჟ+ფენილეფრინი
ფორმა
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი