კოვონია ამოსახველებელი მიქსტურა 150მლ #1
კოვონია ამოსახველებელი მიქსტურა 150მლ #1

კოვონია ამოსახველებელი მიქსტურა 150მლ #1

დიდი ბრიტანეთი

თორნტონ და როსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: პრეპარატის ყოველი 5 მლ აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: ლევომენთოლი 4 მგ, ზღვის ხახვის ხსნარი 0,6 მლ, ძირტკბილას თხევადი ექსტრაქტი 0,125 მლ. დამხმარე ნივთიერებები: პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, წიწაკის ხსნარი, საქაროზა, თხევადი გლუკოზა, მაგნიუმის ალუმინის სილიკატი, ნატრიუმის მეთილი, ეთილისა და პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E215, E219 ), გლიცეროლი (E422), კარამელი (E150), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.

ჩვენებები: პროდუქტიული ხველა, ბრონქიტი. ამსუბუქებს მკერდისმიერი ხველისა და ყელის ტკივილის სიმპტომებს.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: მიიღება 1 ან 2 სავსე 5 მლ კოვზი ყოველ 4 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ. 5-12 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ სავსე კოვზი 4 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ. არ ინიშნება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ არ არის ექიმის შესაბამისი რეკომენდაცია. სიმპტომების გახანგრძლივების ან გაუარესების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა დერმატიტი, გამონაყარი კანზე, წამოხურება და კანის ამობურცვა, რასაც თან ახლავს ქავილი. ნატრიუმის და წყლის მაღალი დონე ორგანიზმში. კალიუმის დაბალი დონე სისხლში, კუნთოვანი სისუსტე, გონების გაფანტვვა, დეზორიენტაცია, არათანაბარი გულისცემა. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა და მიემართოს ექიმს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ნებისმიერი ტიპის გულის, ღვიძლის და თირკმლის დაავადება, დარღვევა სასუნთქი სისტემის მხრივ, ქალასშიდა წნევის მომატება, ალკოჰოლიზმი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტი იღებს კარბენოქსოლონს კუჭის წყლულისთვის ან მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას - შარდმდენები.

განსაკუთრებული მითითებები: შეიცავს 7,7 მოც.% ეთანოლს ანუ დაახლოებით 600 მგ-ს ყოველ 10 მლ-ზე, რაც შეესაბამება 15 მლ ლუდს ან 6 მლ ღვინოს ერთ დოზაზე. საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის. გასათვალისწინებელია ბავშვებისთვის, ორსულებისა და მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებისთვის, როგორებიც არიან ღვიძლის დაავადების მქონე ან ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები. შეიცავს გლუკოზას და საქაროზას. ყოველი 5 მლ შეიცავს 1,53 გ საქაროზას. გასათვალისწინებელია დიაბეტიანი პაციენტებისთვის. თუ პაციენტს აქვს რომელიმე სახის შაქრის აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. შეიცავს ნატრიუმის მეთილს, ნატრიუმის ეთილს და ნატრიუმის პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E215, E219) რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. არ შეიძლება დადგენილი დოზის გადაჭარბება.

ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად, გეგმავს დაორსულებას ან ლაქტაციის პერიოდშია, მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: კოვონიას ამოსახველებელი მიქსტურა მენთოლით არის ყავისფერი შეფერილობის მღვრიე სითხე მენთოლისა და ანისულის სუნით. შეფუთვაშია 150 მლ ბოთლი.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
თორნტონ და როსი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
ლევომენთოლი+ზღვის ხახვი+ძირტკბილას თხიერი ექსტრაქტი
ფორმა
მიქსტურა
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი