ოქროს ვარსკვლავი გრიპის და გაციების საწინ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #10
ოქროს ვარსკვლავი გრიპის და გაციების საწინ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი  #10

ოქროს ვარსკვლავი გრიპის და გაციების საწინ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #10

ვიეტნამი

დანაფა
პროდუქტის შესახებ
ბალზამი ”ოქროს ვარსკვლავი”, ფხვნილი გრიპისა და გაციების საწინააღმდეგოდ

შემადგენლობა: 1 პაკეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: პარაცეტამოლი 325 მგ, ფენირამინის მალეატი 20 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10 მგ, ასკორბინის მჟავა 50 მგ; დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, მანიტოლი, კალციუმის ფოსფატი სამფუძიანი, საქაროზა, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ასპარტამი, ჟოლოს არომატოზატორი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მწვავე სასუნთქი გზების დაავადებების და გაციების სიმპტომების აღმოსაფხვრელი საშუალება. ტკივილგამაყუჩებელი არანარკოტიკული საშუალება + ალფა-ადრენომიმეტიკი + H1 რეცეპტორის ბლოკატორი + ვიტამინი.

ჩვენებები: მწვავე სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, გრიპი, რომელსაც თან ახლავს: მაღალი ტემპერატურა, ძლიერი შემცივნება, ტეხვის შეგრძნება სხეულში, თავისა და კუნთების ტკივილი, სურდო, ცხვირის გაჭედილობა, ცემინება.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად. ერთი პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ჭიქა ადუღებულ წყალში. მიიღება ცხელ მდგომარეობაში. შესაძლებელია შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით. განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია ყოველ 4 საათში ერთხელ, არაუმეტეს 3 დოზისა 24 საათში. მიიღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, თუმცა საუკეთესო ეფექტის მისაღებად სასურველია პრეპარატის მიღება ძილის წინ. თუ პრეპარატის მიღების დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში არ აღინიშნება სიმპტომების შემსუბუქება, აუცილებლად უნდა მიემართოს ექიმს.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; მომატებული აგზნებადობა, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, სიმშრალე პირში, შარდის შეკავება, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულისცემა, არტერიული წნევის მომატება, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მიდრიაზი, აკომოდაციის სპაზმი, თვალშიდა წნევის მომატება. სისხლის სისტემის დარღევევები, როგორიცაა ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი; მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, ჰემოლიზური ანემია, მეთჰემოგლობინემია, პანციტოპენია.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. პორტული ჰიპერტენზია, ალკოჰოლიზმი, თირკმლის უკმარისობა, ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი. 12 წლამდე ასაკი. სიფრთხილით გამოიყენება: არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, დახურულ-კუთხოვანი გლაუკომის, ღვიძლის ან თირკმელების, ფილტვების მძიმე დაავადებების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომისას, შარდვის გაძნელების, სისხლის დაავადებების, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემიის - ჟილბერის, დუბინ-ჯონსონისა და როტერის სინდრომები - დროს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: რეკომენდებულია თავის შეკავება პრეპარატის მიღებისაგან, როდესაც გამოიყენება მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები. პარაცეტამოლის ღვიძლისმიერი ტოქსიკურობის რისკი იზრდება ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის ერთდროული მიღებისას. პრეპარატი აძლიერებს სედაციური საშუალებების, ეთანოლის მოქმედებას. ანტიდეპრესანტები, პარკინსონის საწინააღმდეგო და ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინის წარმოებულები ზრდიან შარდის შეკავების, პირში სიმშრალის, შეკრულობის განვითარების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები: ღვიძლის ტოქსიური დაზიანების პრევენციისათვის პრეპარატის მიღების დროს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება. არ მიიღება პრეპარატი დაზიანებული პაკეტებიდან.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი პირველი 6 საათის განმავლობაში, სათანადო ანტიდოტის დანიშვნა და ექიმის მეთვალყურეობა.

ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დანაფა
ქვეყანა
ვიეტნამი
ჯენერიკი
პარაცეტამოლი+ასკორბინის მჟ+ფენილეფრინი+ფენირამინი
ფორმა
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი