პაფესანი სპრეი (2მგ+0.5მგ)/1მლ 30მლ #1
პაფესანი სპრეი (2მგ+0.5მგ)/1მლ 30მლ  #1

პაფესანი სპრეი (2მგ+0.5მგ)/1მლ 30მლ #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - lidocaine, chlorhexidine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
აღწერილობა
პაფესანი (ლიმონის გემოთი): ერთგვაროვანი, გამჭვირვალე, უფერო, ტკბილი ხსნარი ლიმონის გემოთი და სპირტის არომატით.
პაფესანი (მენთოლით): ერთგვაროვანი გამჭვირვალე უფერო, ტკბილი ხსნარი მენთოლის , ევკალიპტის და სპირტის არომატით.
შემადგენლობა
პაფესანი (ლიმონის გემოთი)
1 მლ სპრეი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ქლორჰექსიდინის გლუკონატი (ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის ხსნარის სახით) 2 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 0.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, უწყლო ეთანოლი, სუკრალოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, არომატიზატორი „ლიმონი“, გასუფთავებული წყალი.
პაფესანი (მენთოლით)
1 მლ სპრეი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ქლორჰექსიდინის გლუკონატი (ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის ხსნარის სახით) 2 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 0,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, უწყლო ეთანოლი, სუკრალოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ევკალიპტის ზეთი, ლევომენთოლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. ანტისეპტიკური საშუალებები.

ჩვენებები
- პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების ადგილობრივი მკურნალობა (სტომატიტები, გინგივიტები)
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების დროს ტკივილის კუპირება.
- ანგინის სიმპტომების შემსუბუქება (ტკივილი ყლაპვის დროს, გაღიზიანება).

მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზემოთ: ინიშნება 3-5 შეფრქვევა 6-10-ჯერ დღეში.
ბავშვები 2,5 წელზე მეტი ასაკის: 2-3 შეფრქვევა 3-5 ჯერ დღეში.
მოზრდილებისთვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1მგ ქლორჰექსიდინს (0,02 მგ/კგ სხეულის მასაზე) და 0,25მგ ლიდოკაინს (0,005მგ/კგ სხეულის მასაზე).
ქლორჰექსიდინის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10მგ, ლიდოკაინის - 2,5მგ. ადაპტერზე ყოველი დაჭერის შემდეგ გამოიფრქვევა 0,1 მლ ხსნარი.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- ალკოჰოლზე დამოკიდებულება;
- 2,5 წლამდე ასაკის ბავშვები.
მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობის და ლაქტაციის დროს დასაშვებია პრეპარატის გამოყენება, მხოლოდ გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად და ხანმოკლე პერიოდით.
გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატი უკუნაჩვენებია 2,5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ლიდოკაინი+ქლორჰექსიდინი
დოზა
(2მგ+0.5მგ)/1მლ
ფორმა
სპრეი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი