/images/logo_ka.svg
პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტი 500მგ+65მგ #16
პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტი 500მგ+65მგ #16

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტი 500მგ+65მგ #16

დიდი ბრიტანეთი

სიპი ფარმაციუტიკალსი

პროდუქტის შესახებ
პარაცეტამოლი ექსტრა

აქტიური ნივთიერებაა პარაცეტამოლი 500 მგ და კოფეინი 65 მგ.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კარტოფილის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, გაწმენდილი ტალკი, ნატრიუმის კროს-კარმელოზა, სტეარის მჟავა და წყალი.

გამოყენება:
მედიკამენტის სახელწოდებაა პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები. ეს ტაბლეტები შეიცავს პარაცეტამოლის (ტკივილგამაყუჩებელი) და კოფეინის (სუსტი მასტიმულირებელი საშუალება) კომბინაციას.

პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტები განკუთვნილია სუსტი ან ზომიერი ტკივილის, მათ შორის კბილის ტკივილის, მენსტრუალური ტკივილების, და სახსრებთან და კუნთებთან დაკავშირებული ტკივილების, მოსახსნელად.

მიღების წესი:
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინატრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.

მოზრდილები და 16 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:
•1-2 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში.
•დაუშვებელია 8 ტაბლეტზე მეტის მიღება 24 საათში.
•არ უნდა იქნეს გადაჭარბებული რეკომენდებული დოზა
•თუ სიმპტომები ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
•დაუშვებელია 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღება, თუ არ არის ექიმის დანიშნულება.

12-15 წლის ასაკის ბავშვები:
•1 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურ დოზამდე - 4 ტაბლეტი 24 საათში

12 წლამდე ასაკის ბავშვები:
•დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიცემა, თუ არ არის ექიმის დანიშნულება.

შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
•ინახება მშრალ ადგილას 25 C-ის ქვემოთ.
•ინახება ორიგინალ კონტეინერში სინათლისაგან დასაცავად; პრეპარატი არ უნდა იქნეს გადატანილი სხვა კონტეინერში.
•დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სიპი ფარმაციუტიკალსი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
პარაცეტამოლი+კოფეინი
დოზა
500მგ+65მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
16
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | პარაცეტამოლი ექსტრა სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი