სინუპრეტი ფორტე ტაბლეტი გამოიყენება პარანაზალური სინუსების მწვავე და ქრონიკული ანთებისას.
აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტები:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ვერბენას ბალახი, დაფხვნილი 36 მგ, გენციანეს ფესვი, დაფხვნილი 12 მგ, ღოლოს ბალახი,დაფხვნილი 36 მგ, დიდგულას ყვავილები,დაფხვნილი 36 მგ, ფურისულას ყვავილები გვირგვინით, დაფხვნილი 36 მგ.
პარანაზალური სინუსების მწვავე და ქრონიკული ანთებისას.
თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი, ზრდასრულები და 12 წლის ასაკიდან მოზარდები იღებენ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში.
შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დაღეჭვის გარეშე - სასურველია გარკვეული რაოდენობის სითხესთან ერთად.
თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი, მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს. ასევე, მიჰყევით ინსტრუქციას 4.4 "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას".
სინუპრეტ ფორტეს მიღება არ შეიძლება რომელიმე ფარმაცევტულ ინგრედიენტზე ან სინუპრეტი ფორტეს დამხმარე ნივთიერებებზე ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
არასაკმარისი კვლევებია განხორციელებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სინუპრეტი ფორტეს გამოყენებაზე. ამიტომ სინუპრეტი ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
იშვიათი მემკვიდრული ფრუქტოზას აუტანლობის, გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ სინუპრეტ ფორტე.
ფურცელ-ჩანართის შესაბამისად, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ მისი სიმპტომები გრძელდება 7-14 დღეზე ხანგრძლივად, ან პერიოდულად მეორდება.
სხვა წამლების მსგავსად, სინუპრეტ ფორტეს გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ხდება ზუსტი დიაგნოსტირების შემდეგ.
ინახება არა უმეტეს 30°C-ზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.