ვალერიანა ტაბლეტი 30მგ #30

ვალერიანა ტაბლეტი 30მგ #30

ბულგარეთი

სოფარმა
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ვალერიანა ტაბლეტი 30მგ #30

რა არის ვალერიანა და რისთვის გამოიყენება
ვალერიანი მიეკუთვნება სედატიური და საძილე პრეპარატების ჯგუფს. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაძაბულობას და ხელს უწყობს ძილს.
რა უნდა იცოდეთ ვალერიანას მიღებამდე
არ მიიღოთ ვალერიანა
- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
მიქციეთ სპეციალური ყურადღება ვალერიანას გამოყენებისას
ის არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მტკიცებულებები მცირე მონაცემებია.
შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ვალერიანას სპეციფიკური სუნის აუტანლობის შემთხვევებს.

სხვა მედიკამენტები და ვალერიანა
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ახლახან მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის, ისეთი რომელიც გაიცემა ურეცეპტოდ.

ჯერჯერობით არ არის ცნობები ვალერიანის სხვა მედიკამენტებთან არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ.

ვალერიანა საკვებთან და სასმელთან ერთად
ვალერიანას მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე.
მოერიდეთ ალკოჰოლთან ერთდროულ გამოყენებას.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილურობა
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ვალერიანის პერორალურად გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევები საკმარისი არ არის. ამრიგად, ვალერიანის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ წამლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
როგორ უნდა მიიღოთ ვალერიანა
ყოველთვის მიიღეთ და გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ სხვა რამ არ არის დანიშნული, მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდებში ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს 3-4 ჯერ დღეში.
ტაბლეტები მიიღება დაუნაწევრებლად, საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით.
ძილის დარღვევის შემთხვევაში ერთჯერადი დოზა მიიღება დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
ოპტიმალური ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია მკურნალობა გაგრძელდეს 2-4 კვირა. თუ ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
როგორ ინახება ვალერიანა
ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, 25რC-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
კატაბალახა
დოზა
30მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი