/images/logo_ka.svg
სოლფატამი წვეთები 10მლ #1

სოლფატამი წვეთები 10მლ #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.

პროდუქტის შესახებ
სოლფატამი

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 0, 375 მგ (15000 სე-ის ექვივალენტი).
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ბენზილის სპირტი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, პოლიოქსილი 35 აბუსალათინის ზეთი, არომატიზატორი „ტუტი-ფრუტი“, გასუფთავებული წყალი.

გამოყენების ჩვენებები:
- ბავშვებში რაქიტის და მოზრდილებში ოსტეომალაციის პროფილაქტიკა;
- დღენაკლულ ჩვილებში რაქიტის პროფილაქტიკა;
- ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფის ბავშვებსა და მოზრდილებში;
- ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა მალაბსორბციის მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში;
- ბავშვებში რაქიტის და მოზრდილებში ოსტეომალაციის მკურნალობა;
- ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი მკურნალობა მოზრდილებში;
- ჰიპოპარათირეოზის მკურნალობა მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზები:

დოზირების რეჟიმი:

დოზირების რეჟიმი განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად, დაავადების ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით.
ხანგრძლივი თერაპიის დროს პრეპარატის 1000 სე-ზე (2 წვეთი) მეტის ყოველდღიურად მიღებისას უნდა გაკონტროლდეს სისხლის შრატში კალციუმის დონე.

უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ჰიპერკალციემია და/ან ჰიპერკალციურია;
- ნეფროლითიაზი და/ან ნეფროკალცინოზი;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა;
- D ჰიპერვიტამინოზი;
- ფსევდოჰიპოპარათირეოზი (D ვიტამინის მიმართ ნორმალური მგრძნობელობის პერიოდებში შეიძლება აუცილებელი გახდეს D ვიტამინის დოზის შემცირება ხანგრძლივი dozis gadaWarbebis რისკის გამო. ასეთ შემთხვევაში, გამოიყენება D ვიტამინის წარმოებულები მოქმედების უფრო მეტად კონტროლირებული პროფილით).

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 6 თვის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
ფორმა
წვეთები
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat