ვიტამინი A ხელს უწყობს თვალების, კანის და იმუნიტეტის ჯანმრთელობას. შეიძინე ხარისხიანი დანამატი მარტივად.
მოქმედი ნივთიერება: რეტინოლი (ვიტამინი A)
A-ავიტამინოზი და A-ჰიპოვიტამინოზი, თვალების დაავადებები (პიგმენტური რეტინიტი, ქსეროფტალმია, ჰემერალოპია, ზედაპირის კერატიტი, რქოვანას დაზიანება, კონიუქტივიტი, პიოდერმია და ქუთუთოების ეგზემატოზური დაზიანება). გამოყენება კომპლექსურ თერაპიაში: რაქიტი; მწვავე რესპირატორული დაავადებები ექსუდაციური დიათეზის ფონზე; მწვავე და ქრონიკული ბრონქულ-ფილტვების დაავადებები; ჰიპოტროფია; კოლაგენეზები; კანის პათოლოგიური პროცესები (მოყინვა, დამწვრობები, ჭრილობები, იქთიოზი, ფოლიკულარული დისკერატოზი, მოხუცებულობის კერატოზი, კანის ტუბერკულოზი, ეგზემის ზოგიერთი ფორმა, ფსორიაზი); ნაწლავების ანთებითი და წყლულოვან-ეროზიული დაზიანებები; ღვიძლის ციროზი; ქრონიკული გასტრიტები; საშარდე გზებში კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტი, გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქრონიკული პანკრეატიტი, ჰიპერვიტამინოზი A, რეტინოიდების ჭარბი დოზირება, ჰიპერლიპიდემია, სიმსუქნე, ქრონიკული ალკოჰოლიზმი.
პრეპარატი მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. რეტინოლის აცეტატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია ბიოქიმიური მაჩვენებლების და სისხლის შედედების მონიტორინგი. ქათმის სიბრმავის მკურნალობისას რეტინოლის აცეტატი გამოიყენება რიბოფლავინთან და ნიკოტინის მჟავასთან ერთად. სიფრთხილე საჭიროა ჰეპატობილიარული სისტემის მძიმე დარღვევების დროს და დაავადებებისას, რომლებსაც თან სდევს სისხლის შედედების დარღვევა. პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ტეტრაციკლინების ხანგრძლივი თერაპიის დროს. რეტინოლი უნდა მიიღოთ ქოლესტირამინის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მის მიღებიდან 4–6 საათის შემდეგ. პრეპარატი ხანგრძლივად დაგროვდება ორგანიზმში. ქალებისთვის, რომლებიც იღებდნენ მაღალი დოზების რეტინოლს, ორსულობის დაგეგმვა რეკომენდებულია 6–12 თვის შემდეგ. ვიტამინის A ნორმალური შეწოვა საჭიროებს საკვებში ცხიმების არსებობას. ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება არღვევს შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. პრეპარატი შეიცავს სოიოს ზეთს; სოიოსა ან მიწის თხილის ალერგიის შემთხვევაში არ უნდა გამოყენებულ იქნას.
ვიტამინის მაღალი დოზის გამო პრეპარატი უკუნაჩვენებია შიგნით მიღებისთვის ორსულობისა ან ლაქტაციის პერიოდში.
რეტინოლის აცეტატი ინიშნება შიგნით ჭამიდან 10–15 წუთის შემდეგ.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, 25°C–ზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.