პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Simethicone
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატები და ადსორბენტები
შემადგენლობა
მეტიგასტი 40 მგ/მლ
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სიმეთიკონი 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლის სტეარატი 40, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, კარბომერი, სორბინის მჟავა, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი, ტრინატრიუმის ციტრატი უწყლო, არომატიზატორი ,,ბანანი”, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები, სილიკონები.
გამოყენების ჩვენებები
_ აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული (მაგალითად, მეტეორიზმის დროს ან პოსტოპერაციულ პერიოდში, აგრეთვე ჩვილებში) საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევების სიმპტომური მკურნალობა;
_ ნაწლავთა კოლიკა;
_ დამხმარე ნივთიერების სახით მუცლის ღრუს დიაგნოსტიკური კვლევებისთვის (მაგალითად, რენტგენოლოგიური კვლევა, ულტრაბგერითი კვლევა, ენდოსკოპიური კვლევა, მათ შორის, კონტრასტული საშუალებების სუსპენზიებთან დანამატის სახით ორმაგი კონტრასტირების მეთოდით გამოსახულების მისაღებად) მოსამზადებლად;
_ როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით (სარეცხი ფხვნილებით ან სხვა სარეცხი საშუალებებით) ინტოქსიკაციის დროს.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში – ძილის წინ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილებზე და დგინდება ინდივიდუალურად. საჭიროების შემთხვევაში, მეტიგასტი გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან განმეორებითი დარღვევების განვითარების და/ან მათი ხანგრძლივი ხასიათის შემთხვევაში, საჭიროა კლინიკური კვლევის ჩატარება.
გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის შიგთავსის შენჯღრევა. წვეთების დოზირების მიზნით საჭიროა ფლაკონის დაჭერა ვერტიკალურად, საწვეთურით ქვემოთ.
25 წვეთი შეესაბამება ემულსიის 1 მლ-ს.
აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები, ნაწლავთა კოლიკა
1 წლამდე ბავშვები: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 25 წვეთი (1 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 5-10 წვეთი ბავშვის ყოველ კვებაზე (ემატება ბავშვის კვებას ბოთლში ან ეძლევა პატარა კოვზით კვების დროს ან შემდეგ).
1-6 წლის ბავშვები: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 25 წვეთი (1 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 10 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
6-14 წლის ბავშვები: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 25-50 წვეთი (1-2 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 10-20 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
14 წლის ბავშვები და უფროსები: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 50 წვეთი (2 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 20 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
მეტიგასტის მიღება ასევე შესაძლებელია პოსტოპერაციულ პერიოდში.
წინააღმდეგჩვენებები
_ ჰიპერმგრძნობელობა სიმეთიკონის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
_ ნაწლავთა გაუვალობა;
_ ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობა.
არასასურველი რეაქციები
სიმეთიკონის გამოყენებისას 40 მგ/მლ და 100 მგ/მლ კონცენტრაციით არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
მეტიგასტი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში.
მეტეორიზმის და/ან ნაწლავთა კოლიკის ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა სამედიცინო კვლევის ჩატარების მიზნით.
პრეპარატი მეტიგასტი 100 მგ/მლ შეიცავს სორბიტოლს. მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს იშვიათი მემკვიდრული პათოლოგიის, ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პირებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
15757
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.