შემადგენლობა: შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: დონეპეზილის ჰიდროქლორიდი 5 ან 10 მგ.
გამოყენების ჩვენებები: მსუბუქი ან ზომიერად მძიმე ალცჰაიმერული ტიპის დემენციის მკურნალობა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა დონეპეზილის, პიპერიდინის წარმოებულების ან პრეპარატის დამხმარე საშუალებების მიმართ; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ბავშვთა ასაკი.გამოყენების წესი და დოზები: რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება საღამოს ძილის წინ. ალზამედის მიღება შეიძლება როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ. მკურნალობა იწყება 5 მგ-ის დღეში ერთჯერ მიღებით და გრძელდება 4-6 კვირის განმავლობაში დონეპეზილის წონასწორული კონცენტრაციების მისაღწევად და მკურნალობის ადრეული კლინიკური ეფექტების შეფასებისათვის. ამის შემდეგ ალზამედის დოზირება შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე ერთჯერ დღე-ღამეში. ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევებისას დოზების კორექცია საჭირო არ არის.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ბრადიკარდია, გულის წასვლა, მომატებული დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, უძილობა, ჰალუცინაციები, აგზნება, აგრესიული ქცევა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ანორექსია, კუჭ-ნაწლავის აშლილობები, შარდის შეუკავებლობა, გამონაყარი, კანის ქავილი. ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის შრატში კრეატინფოსფოკინაზას კუნთოვანი იზოფორმების აქტივობის უმნიშვნელო მომატება.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: შესაძლებელია თუ არა ავტომობილის მართვა ან რთული ტექნიკით სარგებლობა, უნდა გადაწყვიტოს ექიმმა მკურნალობაზე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შეფასების შემდეგ.შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე