კალციდვიტი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 1000მგ+880სე პაკეტი #30
კალციდვიტი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 1000მგ+880სე პაკეტი #30

კალციდვიტი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 1000მგ+880სე პაკეტი #30

რუმინეთი

სლავია ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 პაკეტის შემადგენლობაში შედის: აქტიური ნივთიერება: კალციუმი (კალციუმის კარბონატის ფორმით DC ) 1000მგ, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 880სე (22მკგ). დამხმარე ნივთიერებები: ალფა-ტოკოფეროლი, მალტოდექსტრინი, მოდიფიცირებული საკვები სახამებელი, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, კრისტალური ნატრიუმის ასკორბატი, საქაროზა, სილიციუმის დიოქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ლიმონის არომატიზატორი, კალიუმის აცესულფამი,  ასპარტამი.

გამოყენების ჩვენებები: D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი, ან პროფილაქტიკა; ოსტეოპოროზის (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა პაციენტებში D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტით; ძვლების მოტეხილობები, ძვლოვანი ქსოვილის პოსტტრავმული რეგენერაციის პროცესების შენელება.

გამოყენების წესი და დოზები: პაკეტის შიგთავსი კარგად უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში, მიიღება მომზადებისთანავე, უპირატესად ჭამის დროს. პროფილაქტიკური საშუალების სახით: 1 პაკეტი დღეში. ოსტეოპოროზის კომპლექსური მკურნალობისას: 1 პაკეტი დღეში. D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის შესავსებად: 1-2 პაკეტი დღეში. პრეპარატის სადღეღამისო დოზა ინდივიდუალურია ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე და შეიძლება შიეცვალოს ექიმის დანიშნულების მიხედვით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი ადგენს ინდივიდუალურად.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია; D3 ჰიპერვიტამინოზი; შარდ-კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი); თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;
აქტიური ტუბერკულოზი; სარკოიდოზი.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისას სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1,500მგ კალციუმს და 600სე D3 ვიტამინს. შესაძლებელია პრეპარატ კალციდვიტის არასრული დოზის მიღება (მომზადებული ხსნარის ნახევარი). ვიტამინი D3 და მისი დაშლის პროდუქტები აღწევენ დედის რძეში. კალციდვიტი შეიძლება გამოიყენებოდეს ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება ბავშვებში: ბავშვებში 3 წლიდან პრეპარატის მიღება შესაძლებელია რეკომენდებული დღიური დოზის შესაბამისად, მომზადებული ხსნარის პროპორციული გაყოფით.
შენახვის განსაკუთრებული პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სლავია ფარმა
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
კალციუმის კარბონატი+ქოლეკალციფეროლი /დ-3/
დოზა
1000მგ+880სე
ფორმა
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი