ნოზეილინი წვეთები თვალის/ცხვირის 15მლ ფლაკონი #1
ნოზეილინი წვეთები თვალის/ცხვირის 15მლ ფლაკონი #1

ნოზეილინი წვეთები თვალის/ცხვირის 15მლ ფლაკონი #1

ეგვიპტე

ე.ი.პ.ი.კ.ო.
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - naphazoline, chlorpheniramine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში
წამლის ფორმა
თვალის/ცხვირის წვეთები

შემადგენლობა
პრეპარატ ნოზეილინის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5 მგ
ქლორფენირამინის მალეატი 0,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ბორის მჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
α2-ადრენომიმეტური საშუალება. H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი. სისხლძარღვთა შემავიწროვებელი და ანტიჰისტამინური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში და ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში. ახასიათებს ხანგრძლივად გამოხატული სისხლძარღვთა შემავიწროვებელი და ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ადგილობრივ ექსუდაციურ გამოვლინებებს, ცხვირის, ცხვირ-ხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსების შეშუპებასა და ჰიპერემიას, ამცირებს სურდოს, ცემინებას, ცრემლდენას, თვალისა და ცხვირის ქავილს.

გამოყენების ჩვენებები
ნოზეილინი გამოიყენება:
- რინიტის (მწვავე, ალერგიული, ვაზომოტორული), სინუსიტის, ევსტაქიტის დროს;
- ცხვირიდან სისხლდენების (როგორც სისხლძარღვების შემავიწროვებელი) შეჩერებისათვის და რინოსკოპიის ჩატარების გაიოლებისათვის;
- თვალის ალერგიული დაავადებებისას;
- ასთენოპიის დროს (აკომოდაციის დარღვევა მხედველობის გადაძაბვისას);
უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია:
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– არტერიული ჰიპერტენზია;
– ჰიპერთირეოზი;
– დახურულკუთხიანი გლაუკომა;
– მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას, აგრეთვე მათი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში;
ნოზეილინი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ვინაიდან, პრეპარატის ინსტილაციის შემდეგ შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითება, ნოზეილინი სიფრთხილით გამოიყენება ავტომობილის მართვისას და რთულ ტექნიკასთან მუშაობის დროს.
კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის შემდეგაც ლინზების გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ პრეპარატის ინსტილაციიდან 15-20 წუთის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: ცრემლდენა, ხანგრძლივი გამოყენებისას – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება.
სისტემური რეაქციები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე, ძილიანობა.

მიღების წესი და დოზები
თვალი:
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე თითო წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში;
6 წლის ასაკზე უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში 1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში;
ცხვირი:
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე თითო წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში;
6 წლის ასაკზე უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში 2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების საფრთხე წარმოიქმნება პრეპარატის გადაყლაპვის შემთხვევაში (განსაკუთრებით უმცროსი ასაკის ბავშვებში) და ვლინდება შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, გულისცემის სიხშირის შენელება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს არტერიული ჰიპერტენზია, ნაფაზოლინის მოქმედების შედეგად დეპონირებული კატექოლამინების გამოთავისუფლების ხარჯზე. გარდა ამისა, მაო-ს ინჰიბიტორებთან მიღების ფონზე ნელდება ღვიძლში ქლორფენირამინის მეტაბოლიზმი, რამაც მისი მოქმედების გაძლიერებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულებში ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევა არ ჩატარებულა. ამიტომ, ნოზეილინის დანიშვნა ორსულობის დროს გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.
ნოზეილინი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ე.ი.პ.ი.კ.ო.
ქვეყანა
ეგვიპტე
ჯენერიკი
ნაფაზოლინი+ქლორფენირამინი
ფორმა
წვეთები თვალის/ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი