შემადგენლობა: 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: მებიკარს – 300 მგ ან 500 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი.
ჩვენება: ნევროზები და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს გაღიზიანებით, ემოციური არამდგრადობით, მღელვარებითა და შიშით; ნეიროლეფსიური საშუალებებისა და ტრანქვილიზატორების ამტანობის გაუმჯობესება მათ მიერ გამოწვეული სომატოვეგეტატიური და ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების კუპირების მიზნით; სხვადასხვა გენეზის კარდიალგია (რომელიც არ არის დაკავშირებული გულის იშემიურ დაავადებასთან); ნიკოტინისადმი დამოკიდებულება (კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში).
მიღების წესი და დოზირება: ადაპტოლი-ავერსი მიიღება პერორალურად 300-500 მგ 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა–10გ-ს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდე. ნიკოტინისადმი დამოკიდებულების მკურნალობისას ინიშნება 600-900მგ 3-ჯერ დღეში, 5-6 კვირის განმავლობაში. შეჩვევა და მოხსნის სინდრომი ადაპტოლი-ავერსის მიმართ არ ვითარდება. პრეპარატის მიღება საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის. პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებითი მიღების გარეშე. აუცილებლობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების ან დისპეფსიური მოვლენების განვითარება. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითება და ჰიპოთერმია, რომლებიც თავისთავად ნორმალიზდება, ასევე სისუსტე, თავბრუსხვევა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მებიკარის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შესაძლებელია ადაპტოლი-ავერსის გამოყენება სხვა ტრანქვილიზატორებთან (ბენზოდიაზეპინის ჯგუფის), ანტიდეპრესანტებთან, ფსიქოსტიმულატორებთან, საძილე და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან.
დოზის გადაჭარბება: ადაპტოლი-ავერსი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია: სათანადო კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ადაპტოლი-ავერსის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ აღინიშნება.