ედარბი კლო ტაბლეტი 40მგ+12.5მგ #28

ედარბი კლო ტაბლეტი 40მგ+12.5მგ #28

ირლანდია

ტაკედა
კალათის ფასდაკლება
-
18.23
პროდუქტის შესახებ
ერთი ტაბლეტი 40 მგ/12,5 მგ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: კალიუმის აზილსარტანის მედოქსომილი 42,68 მგ (ექვივალენტურია აზილსარტანის მედოქსომილის თავისუფალი მჟავას 40,0 მგ); ქლორტალიდონი 12,5 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე.
ანგიოტენზინი II ანტაგონისტები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში., ანგიოტენზინი II ანტაგონისტები სხვა დიურეტიკებთან კომბინაციაში.
ჩვენება:
-ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში.
გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი ედარბი® კლოს საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 40/12,5 მგ შიგნით დღეში ერთჯერ. ჩვეულებრივ მაქსიმალურთან მიახლოებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა მიღების 1-2 კვირის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მე-4 კვირას. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის მატება მაქსიმუმამდე 40 მგ/25 მგ დღეში ერთჯერ. პრეპარატი ედარბი® კლო მიიღება დღეში ერთჯერ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატი ედარბი® კლოთი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა სითხის შემცირებული მოცულობის კორექცია, განსაკუთრებით, პაციენტებში თირკმელების დარღვეული ფუნქციით ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს მაღალი დოზებით.
ბავშვთა ასაკი: პრეპარატი ედარბი® კლოს უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის დადგენილი.
უკუჩვენება: -ჰიპერმგრძნობელობა აზილსარტანის მედოქსომილის ან ქლორტალიდონის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
-ანურია;
-რეფრაქტორული ჰიპონატრიემია;
-ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
-თირკმელების მძიმე უკმარისობა (გფს ლტ;30 მლ/წთ/1,73მ2);
-ჰიპერკალციემია;
-სიმპტომატური ჰიპერურიკემია;
-ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმელების უკმარისობით (გფს ლტ;60 მლ/წთ/1,73მ2);
-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
-ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, შუქისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ძС ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ტაკედა
ქვეყანა
ირლანდია
ჯენერიკი
აზილსარტან მედოქსომილი+ქლორტალიდონი
დოზა
40მგ+12.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი