ნევროსტიმი წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1
ნევროსტიმი წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1

ნევროსტიმი წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1

საქართველო

შროშანი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Extr.Menthae,Valerianae,Leonuri,Crataegi
100 პროცენტით მცენარეული, დამამშვიდებელი ნევროსტიმი რით გამოირჩევა პრეპარატი ნევროსტიმი სხვა ანალოგიური საშუალებებისგან, ანუ რატომ გირჩევთ მის გამოყენებას !?

საქართველოში ნევროსტიმი ყველაზე ცნობილი, ხალხში მეტად პოპულარული, გამოცდილი, ერთ-ერთი ,,ბესტ სელერი’’ დამამშვიდებელი საშუალებაა, რომელიც ბოლო 20 წელიწადია რაც უწყვეტად იწარმოება და დიდი მოწონებით სარგებლობს ჩვენს პაციენტებში და სამედიცინო პერსონალში.

პრეპარატი ნევროსტიმი წარმოადგენს დამამშვიდებელ, ნევროზებისა და უძილობის სამკურნალო ძალზე ეფექტურ და გამაჯანსაღებელ 100%-იან ნატურალურ, მცენარეთა ნაყენს .
დღევანდელ სააფთიაქო ქსელში ანალოგიური დანიშნულების უამრავი იმპორტული მედიკამენტია, რომელთა უმეტესობა დაბალი თერაპიული მოქმედებითა და მრავალი არასასურველი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.
სინთეზური ქიმიის მედიკამენტებისაგან განსხვავებით მცენარეული ნევროსტიმით ეფექტურად იკურნება:

1. აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ნევროზები, შიშები

2. კარგად ამშვიდებს, კურნავს უძილობას

3. უბრუნებს ადამიანს ჩვეულ ენერგიას და სიცოცხლის ხალისს !

სამკურნალო მცენარეებში შემავალი წვენები აწესრიგებენ ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, აუმჯობესებენ ორგანიზმის იმუნიტეტს და ზრდიან მის წინააღმდეგობას სხვადასხვა სახის სტრესების
მიმართ.

ნევროსტიმი 100 პროცენტიანი მცენარეული ნაყენია, ამიტომაც იგი არ ახდენს არავითარ ზეგავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, არ იწვევს მუდმივ მოთენთილობას და ძილიანობას, განსხვავებით სინთეზურ-ქიმიური მედიკამენტებისგან.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები: მცირე რაოდენობის წყალში (25მლ) გახსნილი 25-30 წვეთი
დღეში 3-ჯერ

მოზარდები: მცირე რაოდენობის წყალში (25მლ) გახსნილი 10-15 წვეთი
დღეში 3-ჯერ

ბავშვებისთვის ოთხი წლის ზევით გახსენით ერთი სუფრის კოვზ წყალზე
5-6 წვეთი და მიეცით დღეში 3- ჯერ .

მკურნალობის ხანგრძლივობა: 2 - 3 კვირა

მცენარეული ნევროსტიმის მომხმარებლები გამოირჩევიან საღი და მშვიდი ძილით.
გამოიყენეთ პრეპარატი ნევროსტიმი სისტემატიურად! გვერწმუნეთ,
მისი მაღალი თერაპიული ეფექტით კმაყოფილი დარჩებით!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
შროშანი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
კატაბალახა+შავბალახა+პიტნა+კუნელი
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი