აბუსალათინის ზეთი ხსნარი 50მლ ფლაკონი #1
აბუსალათინის ზეთი ხსნარი 50მლ ფლაკონი #1

აბუსალათინის ზეთი ხსნარი 50მლ ფლაკონი #1

უკრაინა

გალიჩფარმი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აბუსალათინის ზეთი-50მლ.
ჩვენება: ყაბზობა; მოწამვლა; კვებითი ინტოკსიკაცია; ჰიპერკერატოზი; ნაწლავების გაწმენდისათვის დიაგნოსტიკური პროცედურების წინ; თმის ზრდის სტიმულირებისათვის, გამომშრალი და აქერცლილი კანის დასარბილებლად.

მიღების წესი და დოზირება: როგორც საფაღარათო საშუალება, მიიღება მოზრდილებში 15-30მლ (1-2 სუფრის კოვზი) დღეში 1-ჯერ, ბავშვებში 12-დან 14 წლამდე: 5-15მლ (1-3 ჩაის კოვზი) დღეში. დიაგნოსტიკური პროცედურების ჩასატარებლად, ნაწლავების გაწმენდის მიზნით, გამოიყენება პროცედურის ჩატარებამდე 2-6 სთ-ით ადრე. დერმატოლოგიურ პრაქტიკაში, გამომშრალი და აქერცლილი კანის დასარბილებლად, გამოიყენება საფენების სახით 1:10 განზავებით 2% სალიცილის მჟავას სპირტიან ხსნართან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობაა 4-7 დღე. თმის ზრდის სტიმულირებისათვის აბუსალათინის ზეთს განაზავებენ 95%-იანი ეთილის სპირტით და შეიზელენ თავის კანზე.

გვერდითი მოვლენები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა; საჭმლის მონელების დარღვევა; ხშირი გამოყენების შემთხვევაში–ენტეროკოლიტი, A და D ჰიპოვიტამინოზი. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება: ქრონიკული ყაბზობა; ნაწლავების მწვავე ანთება (მათ შორის აპენდიციტი); უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცლის არეში; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ცხიმში ხსნად ვიტამინებთან (A, D და K) ერთად მიღებისას მცირდება ვიტამინების აბსორბცია. მ-ქოლინობლოკატორული საშუალებები (ანტიპირინი, პლატიფილინი), სპაზმოლიზური საშუალებები (პაპავერინი, დროტავერინი) ამცირებენ აბუსალათინის ზეთის მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები: რეკომენდებულია აბუსალათინის ზეთის, როგორც საფაღართო საშუალების, გამოყენება არაუმეტეს 3 დღისა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. Pპრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ლაქტაცია მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბება: აბუსალათინის ზეთის 7გ-კგ-ზე მიღების შემთხვევაში აღინიშნება ჭარბი დოზირების სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, თავბრუსხვევა. ანტიდოტად გამოიყენება ატროპინის სულფატი და ლოპერამიდი.ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია ზეთის გამოყენების შეწყვეტა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

აღწერილობა: გამჭვირვალე, ბლანტი, წებოვანი უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის სითხე, სუსტი სპეციფიური სუნით.

გამოშვების ფორმა: 50მლ შინაგანი და გარეგანი გამოყენების ზეთი მინის ფლაკონში.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გალიჩფარმი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
აბუსალათინის ზეთი
ფორმა
ხსნარი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი