საერთაშორისო დასახელება - cyanocobalamin კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური პრეპარატები → წყალში ხსნადი ვიტამინები → B ჯგუფის ვიტამინები კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატები. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი და მისი წარმოებულები)
აქტიური ნივთიერება: ყოველი 1 მლ ამპულის შემადგენლობაში შედის ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 1000 მკგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ, ბენზილის სპირიტი 15 მგ, საინექციო წყალი.
დოზირების რეჟიმი: გამოიყენება მხოლოდ კუნთში ინექციის სახით. მწვავე ნევრალგიის დროს ინტრამუსკულარულად მიიღება 500-1000 მკგ ვიტამინი B12 . მწვავე ნევრიტის და ნევრალგიის შემანარჩუნებელი მკურნალობა რეკომენდებულია 10 დღის მანძილზე. რეციდივის შემთხვევაში კობალექსინის მიღება უნდა განმეორდეს. პერნიციოზული ანემიის და ჰიპერქრომული მაკროციტული ანემიის დროს მკურნალობა იწყება 250-1000 მკგ-ის მიღებით ყოველ მეორე დღეს 1-2კვირის მანძილზე. შემდეგ ინიშნება 250მკგ კვირაში ერთხელ მანამ სანამ სისხლის ანალიზის შედეგები ნორმის ფარგლებს დაუბრუნდება. როცა გამოხატულია ნეიროპათიული გართულება ინიშნება 1000 მკგ ყოველ მეორე დღეს. როდესაც სისხლის ანალიზის შედეგები დაუბრუნდება ნორმას, გრძელდება შემანარჩუნებელი მკურნალობა 1000 მკგ თვეში ერთხელ კუნთში ინექციით.
უკუჩვენებები: • მომატებული მრძნობელობა ციანოკობალამინის მიმართ • ლებერის დაავადება (მემკვიდრეობითი ოპტიკური ნეიროპათია)
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: ორსულობის კატეგორია C. ორსულობის დროს მეგალობლასტური ანემიის მკურნალობისას ვიტამინ B12-ის დადასტურებული დეფიციტის გარეშე დაუშვებელია მისი გამოიყენება. ლაქტაცია: გადადის დედის რძეში. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ექიმის გადაწყვეტილებით. დოზის გადაჭარბება: წყალში ხსნადი ვიტამინების ჭარბი დოზა გამოიყოფა შარდში, არ არსებობს ანტიდოტის საჭიროება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის რეკომენდებული მიღება ალკოჰოლთან ვიტამინი B 12-ის აბსორბციის შემცირების გამო. ქლორამფენიკოლის გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ვიტამინ B12-ის სამკურნალო ეფექტი. პრეპარატებმა: მეთოტრექსატი, პირიმეთამინი, კოლხიცინი და პარაამინოსალიცილის მჟავა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის ანალიზში არასწორი შედეგები ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის განსაზღვრისას.