ბენეტი პლუსი გარგლი სავლები ხსნარი 200მლ ფლაკონი #1
ბენეტი პლუსი გარგლი სავლები ხსნარი 200მლ ფლაკონი #1

ბენეტი პლუსი გარგლი სავლები ხსნარი 200მლ ფლაკონი #1

თურქეთი

აბდი იბრაჰიმი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ბენეტი პლიუსი გარგლის 200მლ აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს 300მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდსა და 240მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს, ხოლო ექსციპიენტები: საქარინი, ეთანოლი და პიტნის ესენცია.

ჩვენებები: ყელის ტკივილის, ფარინგიტის, ლარინგიტის და ტონზილიტის ანტიბაქტერიული მკურნალობის დამატებითი თერაპია; ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა ფიზიკური მიზეზებით (მაგ., ტრაქეის ინტუბაცია) გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის ანთების-მუკოზიტის-დროს; აფტოზური წყლულები, გლოსიტი; პერიოდონტალური პროცედურების, ასევე პირის ღრუში, კბილებზე და ყბებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ პირ-ხახის და ყელის ტკივილების შემსუბუქებისათვის; გინგივიტების მკურნალობა და პრევენცია; პირის ღრუს ინფექციებისა და მათი გართულებების მკურნალობა; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების მკურნალობა (სტომატიტი); კბილებზე ნადებისა დაქვების პროფილქტიკა; პაროდონტული დაავადებები, ფიზიკური დატვირთვით განპირობებული პაროდონტოზები; დამატებითი მკურნალობის სახით კბილის კონსერვატიული თერაპიისა და კბილის ექსტრაქციის შემდეგ; ორალური ჰიგიენისთვის.

უკუჩვენებები: უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის ან ქლორჰექსიდინის მიმართ. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა წამლის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის კატეგორია B. არ არსებობს კონტროლირებული კვლევების მონაცემები ქლორჰექსიდინისა და ბენზიდამინის გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. აღნიშნული პრეპარატი ორსულობის პერიოდში უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. არ არის ცნობილი გადადის თუ არა ქლოჰექსიდინი და ბენზიდამინი დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში სიფრთხილით უნდა მოხდეს.

გვერდითი მოვლენები: ბენეტი პლიუსი გარგლი ძირითადად კარგად გადაიტანება და აქვს ძალიან მცირე გვერდითი ეფექტები. მისი გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარება. როგორც წესი, ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი არის პირის ღრუში მგრძნობელობის დროებითი დაკარგვა. ხანდახან აღინიშნა წვა. ადგილობრივი სიმშრალე, ჩხვლეტა, სიცივის შეგრძნება პირში, გემოს აღქმის შეცვლა, კბილებზე ან სხვა ორალურ ზედაპირებზე ლაქების გაჩენა, ქვების ჩამოყალიბების გაძლიერება არის ნაკლებად ხშირი. კბილების დალაქავება არ არის საშიში და მისი შემცირება შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების წინ კბილების გახეხვით. სისტემური გვერდითი ეფექტები: როგორც წესი, იშვიათია და არ არის სერიოზული. ისინი მოიცავს გულისრევას, ღებინებას, სხვა გასტროინტესტინურ სიმპტომებს, თავბრუხვევას, თავის ტკივილსა და ძილიანობას. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.დოზირება და მიღების წესები: ჩვეულებრივ, ბენეტი პლიუსი გარგლი გამოიყენება განზავების გარეშე; გამოვლების შემდეგ ხსნარი უნდა გადმოიღვაროს პირის ღრუდან.

მოზრდილები: ბენეტი პლიუსი გარგლის ერთჯერადი დოზა არის 15მლ (საზომიანი თავსაფარი ავსებული ბოლო ნიშნულამდე). მისი გამოვლება ხდება 30 წამის განმავლობაში, 1.5-3 საათიანი ინტერვალებით დღის განმავლობაში. ბენეტი პლიუსი გარგლის შემადგენლობაში არსებული ქლორჰექსიდინი მკურნალობის პერიოდში ამცირებს კბილებზე ქვების გაჩენასა და გინგივიტებს. შესაბამისად, თუ ბენეტი პლიუსის გარგლი გამოიყენება ორალური ჰიგიენური პროცედურის სახით, პრეპარატი უნდა გაჩერდეს პირის ღრუში სულ მცირე 1 წუთის განმავლობაში და გამოყენების შემდეგ საჭიროა ხსნარის პირიდან გადმოღვრა. შეფერვის მინიმიზაციის მიზნით რომელსაც იწვევს ქლორჰექსიდინი, სასურველია კბილების გახეხვა ბენეტი პლიუსის გამოყენებამდე.

ბავშვები (6-12 წელი): 5-15მლ ბენეტი პლიუსის ხსნარის პირის ღრუში გამოვლება ხდება 30 წამის განმავლობაში, 1,5-3 საათიანი ინტერვალებით. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. შესაძლებელია პრეპარატის წყალში განზავება წვისა და დაბუჟების შეგრძნების შემთხვევაში.შენახვის პირობები: ინახება ოთახის, არაუმეტს 25C-ზე, ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილზე.

გამოშვების ფორმა: 200მლ ხსნარი, ყავისფერი შუშის ფლაკონი დოზირებული თავსახურით.

შენახვის ვადა: 24 თვე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აბდი იბრაჰიმი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ბენზიდამინი+ქლორჰექსიდინი
ფორმა
ხსნარი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
200მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი