პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - sodium bicarbonate
გამოყენების ინსტრუქცია
ნატრიუმის ბიკარბონატი 8.4%
Sodium bicarbonate 8.4%
წამლის ფორმა: ი.ვ 8.4% საიფუზიო ხსნარი .
შემადგენლობა:
1მლ-ის შემადგენლობა:
ნატრიუმის ბიკარბონატი -------- 84მგ
საინექციო წყალი -------------------- q.s 1 მლ-მდე.
აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს უფერო, უსუნო, გამჭირვალე ხსნარს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის შემცვლელები და პერფუზიული ხსნარები, ელექტროლიტური ხსნარები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნატრიუმის ბიკარბონატის საინფუზიო ხსნარი ხასიათდება ტუტე თვისებებით, რაც გამოიხატება ორგანიზმიდან ნატრიუმის და ქლორის იონების გამოყოფის გაძლიერებით, რის შედეგადაც აღინიშნება ოსმოსური დიურეზის მომატება.
ჩვენება:
ნატრიუმის ბიკარბონატის საინფუზიო ხსნარი გამოიყენება მეტაბოლური აციდოზის დროს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მძიმე თირკმლის დაავადება, არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი (კეტოაციდოზი), დეჰიდრატაციით (ორგანიზმის გაუწყლოებით) გარპირობებული ცირკულატორული დარღვევა, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ლაქტოციდოზი, ექსტრაკორპორალური პერფუზია და ა.შ.
ნატრიუმის ბიკარბონატის საინფუზიო ხსნარი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ არჩევის პრეპარატს, სხვადასხვა მედიკამენტებით მოწამვლის დროს, მათ შორის ბარბიტურატებით მოწამვლისას (სადაც დისოცირდება ბარბიტურატ-პროტეინის კომპლექსი), ასევე სალიცილატებით, მეთილის სპირტით და ა.შ.
მიღების წესი:
ნატრიუმის ბიკარბონატის საინფუზიო 8.4% ხსნარი გამოიყენება ინტრავენურად, წვეთოვნად, სუფთა სახით ან განზავებული სხვა საინფუზიო ხსნარში.
მოზრდილებში მწვავე აციდოზის დროს ნატრიუმის ბიკარბონატის 8.4% ხსნარი მიიღება სხეულის მასიდან გამომდინარე, საწყის დოზას შეადგენს 2-5 მექვ/კგ სხეულის წონის ექვივალენტური 4-8 საათის განმავლობაში. შემდგომში ხდება დოზის დარეგულირება ანალიზის მიხედვით ( 20-22მმოლ/L).
ბავშვებში საწყის დოზას შეადგენს 1 მექვ/კგ, ნელი ინტრავენური ინფუზიით, გაზავებული 0.5 მექვ/მლ ხსნართან, დღეში სხეულის წონის 8 მექვ/კგ მაქსიმალურ დოზამდე, რადგან არ მოხდეს ცერებროსპინალური წნევის შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ინტრაკრინალური ჰემორაგია.
ბავშვებში ნატრიუმის ბიკარბონატის უსაფრთხოება და ეფექტურობა განსაზღვრული არ არის.
ხანდაზმულებში 60 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმულებში ნატრიუმის ბიკარბონატის 8.4% ხსნარის მაქსიმალური დოზას წარმოადგენს 90-100 მექვ/კგ, სასურველია პირველი 24 საათის განმავლობაში არ იყოს მიღწეული აციდოსის სრული კორექცია, გადაჭარბებულ რესპირატორულ ჰიპერკომპენსაციასტან დაკავშირებული ალკალოზის თავიდან აცილების მიზნით.
გვერდითი მოვლენები:
აღნიშნული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, მაშინ როდესაც ხდება ორგანიზმში ყოველდღიური შეყვანა, შეიძლება გამოვლინდეს ალკალოზი, ზოგჯერ არაკომპენსირებული, რომელსაც თან ახლავს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, არტერიული წნევის მომატება. მძიმე ფორმის დროს შეიძლება განვითარდეს ტეტანური კრუნჩხვები, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს ნატრიუმის ბიკარბონატის 8.4% საინფუზიო ხსნარის დროებით შეწყვეტა.
ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს: ჰიპოკალიემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპეროსმოლარობა, ჰიპოკალცემია.
დოზის გადაჭარბება:
Pპრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ჰიპერალკალოზის, ტეტანური კრუნჩხვების განვითარება. ასეთ, დროს აუცილებლად წყდება პრეპარატის მიღება და ტარდება სიმპტომური თერაპია.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპერატის მიმართ, მეტაბოლური ალკალოზი.
გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
პაციენტებს, რომლებსაც ნატრიუმის ბიკარბონატის 8.4% საინფუზიო ხსნარის გამოყენებისას აღენიშნებათ მხედველობის სიმახვილის დროებით დაკარგვა, რეკომენდირებული არ არის მანქანის მართვა და მუშაობა რთულ მექანიზმებთან და სხვადასხვა ხელსაწყოებთან, რომლებიც საჭიროებენ მკვეთრ მხედველობას.
გავლენა ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში:
დამტკიცებულია რომ მრავალი მედიკამენტის, მათ შორის ნატრიუმის ბიკარბონატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოითხოვს დიდი სიფრთხილის დაცვას, რადგან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როფორც მშობლის ასევე ბავშვის ჯანმრთელობას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
6350
ჯენერიკი
ნატრიუმის ბიკარბონატი