ნიქსარი ნაჩვენებია ალერგიული რინოკონიუნქტივიტის (სეზონური და სრულწლიანი) და ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობის დროს.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ბილასტინს.
სიმპტომური მკურნალობა ალერგიული რინოკონიუნქტივიტის (სეზონური და სრულწლიანი) და ჭინჭრის ციების დროს. ნიქსარი® ალერგია ნაჩვენებია მოზრდილებსა და მოზარდებში (12 წლის და უფროსი ასაკის) გამოსაყენებლად.
დოზირება
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და უფროსი ასაკის)
20 მგ ბილასტინი (1 ტაბლეტი) ერთხელ დღე-ღამეში ალერგიული რინოკონიუნქტივიტის (სეზონური და სრულწლიანი) და ჭინჭრის ციების სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ტაბლეტი მიიღება საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.5).
ალერგიული რინოკონიუნქტივიტის დროს პრეპარატის მიღება საჭიროა მხოლოდ ალერგენებთან კონტაქტის პერიოდში. სეზონური ალერგიული რინიტის მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება სიმპტომების გაქრობისას და მკურნალობის განახლება - მათი დაბრუნების შემდეგ. სრულწლიანი ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება უწყვეტად, ალერგენებთან კონტაქტის პერიოდის განმავლობაში. ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების ტიპსა და ხანგრძლივობაზე, ასევე, მათ დინამიკაზე.
შიგნით მისაღები საშუალება.
ტაბლეტები მიიღება წყლის მიყოლებით. რეკომენდებულია პრეპარატის სადღეღამისო დოზის ერთჯერადად მიღება.
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ
ორსულებში ბილასტინის გამოყენების ცნობები შეზღუდულია ან საერთოდ არ არსებობს.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ არის აღნიშნული პრეპარატის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე, მშობიარობასა თუ პოსტნატალურ განვითარებაზე. სიფრთხილის ზომის სახით ორსულობის პერიოდში რეკომენდებულია ნიქსარი ალერგიის გამოყენებისგან თავის შეკავება.
დედის რძეში ბილასტინის გამოყოფა შესწავლილი არ არის. არსებული ფარმაკოკინეტიკური მონაცემებით ნაჩვენებია, რომ ცხოველებში ბილასტინი გამოიყოფა რძეში. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის ან ნიქსარი® ალერგიით მკურნალობის შეწყვეტის/თავის შეკავების შესახებ უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვებით მიღებული სარგებელის და დედისთვის ბილასტინით მკურნალობის შედეგად მიღებული სარგებელის გათვალისწინებით.
კლინიკური მონაცემები შეზღუდულია ან არ არსებობს. ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში ფერტილობაზე პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედება გამოვლენილი არ იყო.
მოცემული სამკურნალო საშუალება შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.