აქსიტოპი ნაჩვენებია კანის კანდიდოზის (ვულვიტის ჩათვლით), tinea (pityriasis) versicolor (ნაირფერი ლიქენის) და სებორეული დერმატიტის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Malessezia (ადრე ეწოდებოდა Pityrosporum) spp.-თი.
კეტოკონაზოლი - B.P 2% წ/წ
კრემის ფუძე – ს.რ.
ადგილობრივი გამოყენებისთვის კანის დერმატოფიტური ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა tinea corporis, tinea cruris, tinea manus, tinea pedis ინფექციები, რომელთა გამომწვევიც არის Trichophyton spp., Microsporon spp., Epidermophyton spp. აქსიტოპი აგრეთვე ნაჩვენებია კანის კანდიდოზის (ვულვიტის ჩათვლით), tinea (pityriasis) versicolor (ნაირფერი ლიქენის) და სებორეული დერმატიტის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Malessezia (ადრე ეწოდებოდა Pityrosporum) spp.-თი.
დოზირება და გამოყენების მეთოდი:
კეტოკონაზოლი კრემი გამოიყენება მოზრდილებში.
Tinea pedis:
აქსიტოპი კრემი დაიტანება დაზიანებულ არეში დღეში ორჯერ. მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა მსუბუქი ინფექციებისთვის არის 1 კვირა. უფრო მძიმე და გავრცელებული ინფექციების დროს (მათ შორის ერთი ან ორივე ტერფის ჩათვლით), რეციდივების გამოსარიცხად, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ნიშნების და სიმპტომების გაქრობიდან რამენიმე დღე.
სხვა ინფექციებისთვის:
აქსიტოპი კრემის გამოყენება უნდა მოხდეს დაზიანებულ უბნებში ყოველდღიურად, ინფექციის სიმძიმიდან გამომდინარე.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ყველა ნიშნის და სიმპტომის გაქრობიდან რამდენიმე დღე. მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა: tinea versicolr – 2-3 კვირა, tinea corporis – 3-4 კვირა.
თუ 4 კვირის შემდეგ არ აქვს ადგილი არანაირ კლინიკურ გაუმჯობესებას დიაგნოზი უნდა გადაიხედოს. ინფექციის განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჰიგიენის ზოგადი ზომების მიღება ინფექციის
კერასთან მიმართებაში.
სებორეული დერმატიტი ეს არის ქრონიკული დაავდება და რეციდივი მეტად სავარაუდოა.
გამოყენების მეთოდი: კანზე დასატანად.
პედიატრია:
კეტოკონაზოლის 2% კრემის პადიარიულ პაციენტებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
კეტოკონაზოლის კრემი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის ან თვითონ კეტოკონაზოლის მიმართ.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:
კეტოკონაზოლის კრემი განკუთვნილი არ არის ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
ადგილობრივ კორტიკოსტეროიდთან ერთად გამოყენებისას, მოხსნის ეფექტის პრევენციისთვის ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რეკომენდებულია მსუბუქი მოქმედების ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის გამოყენების გაგრძელება დილით და აქსიტოპის® საღამოს წასმა, და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდით მკურნალობა თანდათანობით უნდა მოიხსნას 2-3 კვირის განმავლობაში.
კეტოკონაზოლის კრემის ზოგადი გვერდითი ეფექტებია: კანის წვის შეგრძნება, დატანის ადგილას ერითემა და წასმის ადგილას ქავილი.
ადგილობრივი გამოყენება
ადგილობრივად ჭარბად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ერითემა, შეშუპება და წვის შეგრძნება, რაც გაქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
შიგნით მიღება (გადაყლაპვა):
შემთხვევით შიგნით მიღებისას უნდა გატარდეს დამხმარე და სიმპტომური ზომები.
ინახება ბნელ და მშრალ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ინახება პირდაპირი სინათლისგან დაცულ ადგილას.
მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.