ზომიერად ან სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავისა და ყელის ტკივილი, მიალგია, ართრალგია)
1 კაფსულა შეიცავს:
პარაცეტამოლს - 500 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს - 10 მგ, ქლორფენამინის მალეატს - 2 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K-30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი; კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, პოვიდონი K-30, Brilliant Blue (E133), ტიტანის დიოქსიდი (E171).
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ინიშნება თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში. 6-დან 12 წლამდე ბავშებში - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი, სისხლის სისტემის დაავადებები, ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ჟილბერის სინდრომი (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია), არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები, გლაუკომა, პროსტატის ჰიპერტროფია ან შარდის შეკავება, ნაწლავთა გაუვალობა, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება, ჰიპერთირეოზის მძიმე ფორმები. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიით დაავადებულებში.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა ან/და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, გულის ქრონიკული დაავადებების, ჰიპერთირეოზის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის მიღება დაუშვებელია ალკოჰოლთან ერთად.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.