ტერაფლუ მაქსტაბი ტაბლეტის ფორმით ამსუბუქებს სიცხეს, ყელისა და სახსრების ტკივილს. როცა ცხელი სასმელის მომზადების დრო არ გაქვს.
დასახელება
ტერაფლუ მაქსტაბი ტაბლეტი #12
ჩვენებები
გრიპით და გაცივებით გამოწვეული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქება, მათ შორის, მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირის დაცობა, კუნთების ტკივილი, ცხვირის დანამატი წიაღების ტკივილი.
უკუჩვენებები
ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის:
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება მხოლოდ პერორალურად.
მოზრდილები (მათ შორის, ხანდაზმულები) და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები:
1-2 ტაბლეტი ყოველ 4-6 სთ-ში საჭიროების მიხედვით. არ მიიღოთ 4 სთ-იან ინტერვალზე უფრო ხშირად. არ არის რეკომენდებული 24 სთ-ის განმავლობაში 8 ტაბლეტზე მეტის მიღება.
არ არის რეკომენდებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება.
უნდა გამოიყენოთ ეფექტის მისაღწევად საჭირო ყველაზე დაბალი დოზები და მინიმალური ხანგრძლივობით.
ბავშვები 12 წლამდე ასაკის:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ბავშვებში 12 წლამდე ასაკის.