ტერაფლუ - 650მგ დოზის ხსნარის სახით, გამოიყენება გაციების და გრიპის სიმპტომების დროს. შეფუთვაში - 10 ცალი.
PARACETAMOL; PHENIRAMINE; PHENYLEPHRINE
მრდ-სა და „გაცივების“ სიმპტომების საწინააღმდეგო საშუალება (მაანელგეზირებელი არანარკოტიკული საშუალება + ალფა-ადრენომიმეზური + H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი).
დოზირებული ფხვნილი (ვაშლისა და დარიჩინის გემოთი) შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტში 21.78 გ, შეფუთვაში 10 ც.
1 პაკეტი შეიცავს:
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები – გრიპი, მრვი („გაცივება“), რომლებსაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ცხელება, თავის ტკივილი, სურდო, ცხვირის შეგუბება, ცემინება და კუნთების ტკივილი.
მიიღება შიგნით. ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა განზავდეს 1 ჭიქა ადუღებულ ცხელ წყალში. მიიღება ცხელი სახით. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით.
განმეორებითი დოზის მიღება შეიძლება ყოველ 4 საათში, არა უმეტეს 3 დოზისა 24 საათის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს ავლენს ძილის წინ, ღამე მიღებისას. თუ პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში სიმპტომების შემსუბუქება არ აღინიშნება, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ღვიძლისა და თირკმლის, ფილტვების მძიმე დაავადებები (მ.შ. ბრონქული ასთმა), შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს. თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინი-ჯონსონისა და როტარის სინდრომები).