ფენისტილი - 1მგ დოზის წვეთების სახით, გამოიყენება ალერგიის სიმპტომების საწინააღმდეგოდ. შეფუთვაში - 1 ცალი.
საერთაშორისო დასახელება:
DIMETINDENE
მოქმედი ნივთიერება:
დიმეთინდენი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰისტამინური, ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის:
ფლაკონში 20 მლ
1 მლ (20 წვეთი) შეიცავს:
დიმეთინდენის მალეატი .......... 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (კონსერვანტი E218), ეთანოლი, დეჰიდროგენიზირებული ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდრატი, სორბიტოლი, გასუფთავებული წყალი.
გელი გარეგანი გამოყენებისათვის:
ტუბში 30 გ
1 გ შეიცავს:
დიმეთინდენის მალეატი .......... 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, კარბოპოლი 974 P (კარბომერი 934P), პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროზეჟანგი, გასუფთავებული წყალი.
ჩვენებები:
ალერგიული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობა:
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 3-6 მგ-ს (60-120 წვეთი), დაყოფილს სამ მიღებაზე.
ანუ: 20-40 წვეთი დღეში 3-ჯერ.
პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ძილიანობისკენ, რეკომენდებულია 40 წვეთის მიღება ძილის წინ, ვახშმობის დროს და 20 წვეთის მიღება დილით.
1 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზები განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მიღების სიხშირე – 3-ჯერ დღეში.
ფენისტილის წვეთები არ უნდა ექვემდებარებოდეს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. უშუალოდ ჭამის წინ ემატება ბავშვის საკვებიან ბოთლს. თუ ბავშვი უკვე იღებს საკვებს კოვზით, წვეთების მიღება შესაძლებელია განზავების გარეშე, ჩაის კოვზით. წვეთებს აქვს სასიამოვნო გემო.
გელი გამოიყენება კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 2-4-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
წვეთების მიღების დროს ხშირად აღინიშნება ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში მაღალი დოზების გამოყენებისას.
იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მათ შორის პირღებინება), პირის ღრუსა და ყელის სიმშრალე, გამოხატული თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული შეშუპება, კანზე გამონაყარი, კუნთების სპაზმი და სუნთქვის დარღვევის იშვიათი შემთხვევები.
გელის გარეგანი გამოყენებისას ზოგჯერ შესაძლებელია კანის სიმშრალის ან მსუბუქი წვის დროებითი შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში – კანზე გამონაყარი და ქავილი.
გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები: