ნორაფლატ ფორტე ნაჩვენებია ჭარბი აირებით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.
აქტიური ნივთიერებაა სიმეტიკონი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 120 მგ სიმეტიკონს;
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), ნატრიუმის საქარინი (E-954), მაგნიუმის და ალუმინის მეტასილიკატი, მაგნიუმის სტეარატი და მარწყვის არომატი (შეიცავს გლუკოზას).
ნორაფლატ ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიმეტიკონს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც შლის აირის ბუშტუკებს, ხელს უწყობს მათ გამოდევნას და ხსნის აირებით გამოწვეულ დისკომფორტს.
ნორაფლატ ფორტე ნაჩვენებია ჭარბი აირებით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან მისი მდგომარეობა უარესდება 10 დღის შემდეგ, ან არ უმჯობესდება შეკრულობა.
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ნორაფლატ ფორტეს არ აქვს გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით ან ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდები:
რეკომენდებული დოზაა ერთი საღეჭი ტაბლეტი (120 მგ სიმეტიკონი) სამჯერ დღეში ყოველი ძირითადი კვების შემდეგ.
დაუშვებელია დღეში 4 ტაბლეტზე მეტის მიღება (შეესაბამება 480 მგ სიმეტიკონს).
მიღების მეთოდი:
მედიკამენტი განკუთვნლია შიგნით მისაღებად.
გადაყლაპვამდე ტაბლეტი კარგად უნდა დაიღეჭოს (ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს მთლიანად).
თუ სიმპტომები უარესდება, მკურნალობის 10 დღის შემდეგ ისევ აღინიშნება ან შეკრულობა არ უმჯობესდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ნორაფლატ ფორტეს ფლაკონის პირველად გახსნიდან ის გამოყენებულ უნდა იქნას 12 თვეში.