გამოიყენება ადრეული მედიკამენტოზური აბორტისთვის, 9 (63 დღე) კვირამდე ორსულობის დროს.
თითოეული კომბინირებული პაკეტი შეიცავს:
1 მიფეპრისტონის ტაბლეტი (A)
4 მიზოპროსტოლის ტაბლეტი (B)
(A) მიფეპრისტონის ტაბლეტი 200 მგ
მიფეპრისტონის შემოუგარსავი ტაბლეტი 200 მგ
მიფეპრისტონი - 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები - q.s. (საკმარისი რაოდენობით)
(B) მიზოპროსტოლის ტაბლეტი 200 მკგ
ყოველი შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
მიზოპროსტოლი - 200 მკგ
დამხმარე ნივთიერებები - q.s. (საკმარისი რაოდენობით)
მისომიფე-ფემი კომბო ნაჩვენებია ადრეული მედიკამენტოზური აბორტისთვის, 9 (63 დღე) კვირამდე ორსულობის დროს.
მიფეპრისტონის დოზა არის 200 მგ პერორალურად, რასაც მოჰყვება მიზოპროსტოლის 800 მკგ, 1-3 დღის შემდეგ (4 ტაბლეტი 200 მკგ) პერორალურად. მიზოპროსტოლის გამოყენებაში შეიძლება დაგეხმაროთ ექიმი. 49-დან 63 დღემდე ორსული ქალების შემთხვევაში, თუ მოშლა არ აღინიშნა მიზოპროსტოლის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში, 400 მკგ (ორი (2) 200 მკგ ტაბლეტის სახით) შეიძლება დაინიშნოს პერორალურად. პაციენტი ექიმთან შემდეგ ვიზიტზე უნდა მივიდეს მიფეპრისტონის მიღებიდან დაახლოებით 14 დღის შემდეგ. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კლინიკური შეფასებით ან ულტრაბგერითი გამოკვლევით დადასტურდეს ორსულობის სრული შეწყვეტა. მიფეპრისტონით და მიზოპროსტოლით მკურნალობის დაწყებამდე ყველა საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა (სპირალი) უნდა მოიხსნას. რეკომენდებულია ორსულობის შეწყვეტა ქირურგიული ოპერაციით იმ შემთხვევებში, როდესაც საშვილოსნოსშიდა ორსულობის შეწყვეტა არ ხდება მისომიფე-ფემი კომბოთი.
პედიატრიული პოპულაცია: პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში შეფასებული არ არის.
მიფეპრისტონის და მიზოპროსტოლის მიღება უკუნაჩვენებია ქალებში, რომელბსაც სურთ ორსულობის შეწყვეტა და აქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის.